კონსტანტინე გამსახურდიას გენიალური რომანიდან – “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა”

“ეს იცოდე, ჭაბუკო, მაძღარი მონები ვერაფერს შეჰქმნიან კარგს. ეს ციხეები, ეს ეკლესიები და ეს სასახლეები მშიერების მიერაა აგებული”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები,პიპა,ოღონდ – სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე,ხოლო ქეიფის დროს დანაქადნები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ”.

* * *

“ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით,რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ,მაგრამ დიდიკაცი თუ გამოგვერია,მას ისე დავკორტნით,როგორც დაკოდილ ძერას ყვავები”.

* * *

“ყოველი საგანი მაშინ იწყებს წაქცევას,როცა წონასწორობას დაჰკარგავს იგი”.

* * *

“თუ ლაზი ხარ,ეგეც გეცოდინება,ჭაბუკო,სადოღე ცხენი თუ გააძღე,ჰელოზე სხვა მიასწრებს უცილოდ,მწევარი თუ გააძღე,კურდღელს ვერ მიეწევა,მგელი რომ მგელია,მგელი რომ მშიერი არ დაძრწოდეს,მაკე ცხვარიც გაასწრებდა უცილოდ”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“მოქნევას მოზომვა სჭირია წინასწარ”.

* * *

“ხალხი თუ გაძღა,ჭაბუკო,ეს იცოდე,ლოცვასაც მიატოვებს და შრომასაც,მაშინ აღარც ციხეები გვექნება და აღარც ეკლესიები…”

კომენტარის დატოვება