რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: ისტორიაში სულ დაფიქსირებულია ოთხი ასეთი შემთხვევა: 1970 წელს ესპანელმა კინორეჟისორმა – ლუის ბუნიუელმა გააკეთა ეს; 1973 წელს იგივე გააკეთა დიდმა ამერიკელმა მსახიობმა – მარლონ ბრანდომ; 1962 წელს ანალოგიური ქმედებით,თანაც ორჯერ გამოირჩა დიდი ამერიკელი მსახიობი – ჯორჯ კემპბელ სკოტი.დაასახელეთ რა გააკეთეს ზემოჩამოთვლილმა ადამიანებმა?

შეკითხვა მეორე: 1642 წელს საფრანგეთის სამეფო კარმა გახსნა “სან-მარის” შეთქმულება კარდინალი რიშელიეს წინააღმდეგ.შეთქმულების ავტორებს საფრანგეთის ყველაზე გავლენიანი ადამიანის მკვლელობა ჰქონდათ განზრახული.საფრანგეთის მეფემ ლუი XIII-ემ ოთხივე შეთქმული – ტილადე,ლასალია,ესარი და კიდევ ერთი ძველი მტერი რიშელიესი,რომელიც ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებაში 20 წლის მანძილზე საპასუხიმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა,ქვეყნიდან გააძევა.დაასახელეთ ვინ იყო მეოთხე შეთქმული? (ავტორი გენია.ჯი)

შეკითხვა მესამე: ვინ ატარებს მცირე მოცულობის მქონე ზანზალაკებს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ფრენგ ლინკში (ინდიანას შტატი),პარასკევობით 13 რიცხვში?

* * * * * * * *

პასუხი პირველი: მათ უარი განაცხადეს კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკდემიის მიერ მინიჭებული – “ოსკარის” პრემიის აღებაზე.ჯორჯ კემპბელს სკოტმა კი საერთოდ ორჯერ თქვა უარი აღნიშნული პრემიის მიღებაზე. (აქვტორი გენია.ჯი)

პასუხი მეორე: მუშკეტერების კაპიტან-ლეიტენანტი – ჟან-არმან დიუ პეირე (1598-1672 წლები).

პასუხი მესამე: კატები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>