რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: 1693 წელს საფრნაგეთმა თავისი ტერიტორიის დიდი ნაწილი დაკარგა,თუმცა ამასთან არც ომს და ზოგადად,არც პოლიტიკას არანაირი კავშირი არ ჰქონია.დაასახელეთ მიზეზი,თუ რის გამო დაკარგა 1693 წელს საფრანგეთმა თავისი ტერიტორია? (ავტორი გენია.ჯი)
შეკითხვა მეორე: ადრეულ წლებში იტალიაში ტარდებოდა კონკურსი ქუჩებს შორის.ტურნირის შესარჩევი ეტაპი და გამარჯვებული ქუჩის გამოვლენა რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს კოცნის დახმარებით მიმდინარეობდა.დაასახელეთ რა ერქვა აღნიშნულ კონკურს და რა შუაში იყო კოცნა ტურნირის გამარჯვებულის გამოვლენასთან?
შეკითხვა მესამე: ჯორჯ ბაირონი “მას” – “ალადინის ლამპარს” ადარებდა,სომერსეტ მოემი – “მეექვსე გრძნობას”,ჰენრი ფორდი – “ხელებსა და ფეხებს”,ბერნარდ შოუ – “მსოფლიოში ყველაზე მთავარ ნივთს”,სემუელ ბატლერი კი – “ლიტერატურისა და ხელოვნების მამოძრავებელ ძალას”.დაასახელეთ,რა ჰქონდათ მათ მხედველობაში?
* * * * * * * *
პასუხი პირველი: 1693 წელს საფრნაგეთში პირველად იქნა ჩატარებული ზუსტი გაზომვა ქვეყნის გრძედისა,რა დროსაც დადგენილ იქნა,რომ მისი ტერიტორიული ფართობი ბევრად ნაკლები იყო,ვიდრე ფრანგები ვარაუდობდნენ. (ავტორი გენია.ჯი)
პასუხი მეორე: აღნიშნული კონკურსი ტარდებოდა – “ყველაზე ვიწრო ქუჩის” გამოსავლენად და სახელწოდებაც ანალოგიური გააჩნდა.გამარჯვებული ხდებოდა ის ქუჩა,რომელიც იმდენად ვიწრო იყო,რომ შესაძლებელი ხდებოდა ერთ მხარეს განთავსებული აივანზე მყოფ ადამიანს,საპირისპირო მხარეს განთავსებულ აივანზე მყოფისათვის ეკოცნა.
პასუხი მესამე: ფული.