ჯეიმს აუგუსტინ ალოიზიუს ჯოისის რომანიდან – “დუბლინელები”
“იესო ქრისტეს ესმოდა,რომ ყველა ადამიანი არ არის მოხმობილი რელიგიური ცხოვრებისათვის; რომ დიდი უმრავლესობა იძულებულია,იცხოვროს წუთისოფელში და, გარკვეულწილად,წუთისოფლისთვის”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“თუ მეტაფორას გამოვიყენებ,მაშინ მე თქვენი სულიერი ბუღალტერი ვარ.ამიტომ თითოეულმა თქვენგანმა უნდა გადაშალოს თავისი საბუღალტრო წიგნი,თავისი სულიერი ცხოვრების ბუღალტერია, და ნახოს,თანხმობაშია თუ არა მისი ანგარიშები მისსავე სინდისთან”. (მამა პურდონის ქადაგებიდან)
* * *
“ჩვენ იმასაც არ უარვყოფთ,რომ არამზადების დიდებული გროვა ვართ,ყველა ერთად და თითოეული ჩვენგანი.ვამბობ: ყველა ერთად და თითოეული ჩვენგანი”.
* * *
“ჩვენ სხვადასხვა საკურთხეველზე ვლოცულობთ,მაგრამ რწმენა ერთი გვაქვს”.
* * *
“დიდი გონება ახლოა სიგიჟესთან”.
* * *
“რადგან,თავიანთ თაობაში,წუთისოფლის შვილები სინათლის შვილებზე უფრო ჭკვიანები არიან,რატომ იხდით მეგობრებად უკანონობის სიმდიდრეს,რათა თქვენი სიკვდილის შემდეგ,მათ მარადიულ საბინადროებში მიგიღონ”.
* * *
” – წლიდან წლამდე უფრო და უფრო ძალუმად შევიგრძნობ,რომ ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია სხვა ტრადიცია,რომელიც იმდენ პატივს სდებდეს მას და რომელსაც ისე თვალისჩინივით უნდა უფრთხილდებოდეს,როგორიცაა მისი სტუმართმოყვარეობა.ჩემი გამოცდილებით,ეს უნიკალური ტრადიციაა თანამედროვე ერებში (მე კი ბევრი ქვეყანა მინახავს).ვიღაც-ვიღაცები იტყოდნენ,რომ ჩავარდნის მეტი ჩვენ არაფერი გვაქვს სატრაბახო.თუნდაც ასე იყოს,ეს ჩემთვის მაინც მეფური ჩავარდნაა,რომელიც,მჯერა,ხანგრძლივად დაიხვეწება ჩვენ შორის”.
* * *
“ნამდვილი,თავაზიანი,გულმხურვალე ირლანდიული სტუმართმოყვარეობის ტრადიცია,რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გვიანდერძეს და რომელიც,ჩვენი მხრივ,ჩვენს შთამომავლებს უნდა გადავცეთ,ჯერაც ცოცხალია ჩვენს შორის”.
* * *
“ჩვენ ვცხოვრობთ სკეპტიკურ და, თუ შეიძლება ვთქვა,აზრდატანჯულ საუკუნეში, და ზოგჯერ შიში მიპყრობს,რომ ამ ახალ თაობას,რაოდენ განათლებული თუ ჰიპერგანათლებულიც უნდა იყოს,დააკლდება ის თვისებები,რომლებიც უფრო წინარე ხანას ეკუთვნის”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ჩვენი ბილიკი ამ ცხოვრებაში მოფენილია ბევრი სევდიანი ხსოვნით. და გამუდმებით რომ გვეფიქრა მათზე,შეიძლებოდა ვეღარც კი გაგვეგრძელებინა მხნედ ჩვენი საქმე ცოცხალთა შორის.თითოეულ ჩვენგანს აქვს ცოცხალი მოვალეობები და ცოცხალი გრძნობები,რომლებიც ითხოვს – და მართებულადაც ითხოვს – ჩვენს ენერგიულ მცდელობებს”.