რა? სად? როდის?
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, „აღნიშნული” ერის სახელწოდება მათივე პრივილეგირებული სტატუსიდან წარმოიშვა. განსხვავებით სხვა მეზობელი ერებისაგან,მათ არასოდეს გადაუხდიათ ხარკი სასტიკი დამპყრობლებისათვის.გენიალური ინგლისელი პოეტი – რადიარდ კიპლინგი წერდა,რომ ასეთი სტატუსი არა მარტო პრივილეგია გახლდათ,არამედ პასუხისმგებლობის საკმაოდ დიდი ტვირთის მატარებელიც იყო.დაასახელეთ რომელ ერზეა საუბარი? (ავტორი გენია.ჯი)
შეკითხვა მეორე: ჩეხურ ენაზე: “ვოზიდლო” – სახმელეთო ტრანსპორტია; “პლავიდლო” – წყლის ტრანსპორტი; “ლეტადლო” – საჰაერო ტრანსპორტი.დაასახელეთ რა სატრანსპორტო საშუალება გახლავთ – “შლეპადლო”?
შეკითხვა მესამე: 1854-1867 წლებში “იგი” სამხედრო დანიშნულების მქონე ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა,შემდგომ წლებში ქალაქს. 1921 წელს “მას” გადაარქვეს სახელი და რამდენიმე წელიწადში (1929 წელს) დედაქალაქის სტატუსიც მიენიჭა.დიდი ხნის გასვლის შემდგომ მას დედაქალაქის ფუნქცია ჩამოართვეს,მიუხედავად ამისა,იგი მაინც დარჩა ქვეყნის კულტურულ და ფინანსურ-ეკონომიკურ ცენტრად.დაასახელეთ რომელი ქვეყნის ქალაქზეა საუბარი და რა ერქვა მას 1921 წლამდე?
* * * * * * * *
პასუხი პირველი: “ბელორუსები”.საიტერესოა ის,რომ “ბელი” ანუ “თეთრი”,რომელიც სისუფთავის სინონიმია,მათ იმიტომ უწოდეს,რომ ხარკს არასოდეს უხდიდნენ დამპყრობლებს და ამ მხრივ ისინი “სუფთა” იყვნენ.დიდი ინგლისელი პოეტის – რედიარდ კიპლინგის აზრით: ადამიანები,რომლებიც “თეთრკანიანები” იყვნენ,არა მარტო პრივილიგირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ,არამედ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის მქონე ტვირთის მატარებლებიც გახლდნენ. (ავტორი გენია.ჯი)
პასუხი მეორე: “წყლის ველოსიპედი”.
პასუხი მესამე: ყაზახეთის ყოფილი დედაქალაქი ალმა-ათა (ყაზახურ ენაზე – “ვაშლოვანი”),რომელსაც 1921 წლამდე – “ვერნი” ერქვა.