მარიო პიუზოს რომანიდან – “სიცილიელი”
“ოჰ,სიცილია! – გაიფიქრა ადონისმა, – შენ საუკეთესო შვილებს ანადგურებ და მტვრად აქცევ.შენს მიწაზე ანგელოზივით მშვენიერი ბავშვები იბადებიან და დემონებად გარდაისახებიან.ამ ნიადაგზე ბოროტების თესლი ბამბუკივით და მსხალივით ხარობს”.
* * *
“იცხოვრე არა იმისთვის,რომ გმირი გახდე,არამედ სიცოცხლე რომ შეინარჩუნო”.
* * *
“ამერიკაში ცხოვრების განმავლობაში ერთი რამ ვისწავლე.კომერციული ფასეულობებით უნდა იაზროვნო და ყველაფრის ფასი აწონ-დაწონო”.
* * *
” – მოდი,სიცილიურად ვილაპარაკოთ, – ძალზე სერიოზული კილოთი წამოიწყო დონმა, – ბავშვობაში,ახალგაზრდობაში,ბუნებრივია,მეგობარი გვიყვარდეს და მას ყველა ნაკლი ვაპატიოთ.ყოველი დღე ახალი და ხალასია და მომავალს იმედით ვუყურებთ.სამყარო სულ არ არის საშიში,ეს ბედნიერი პერიოდია.მაგრამ,როცა ვვაჟკაცდებით და ჩვენი შრომით ლუკმაპურის შოვნას ვიწყებთ,მაშინ მეგობრობა აღარ არის მარტივი.ყოველ წამს სიფრთხილე გვმართებს.ბავშვობის გულუბრყვილო სიამენი აღარ გვაკმაყოფილებს.ჩვენში სიამაყე მძლავრობს: გვსურს სიმდიდრე,ძალაუფლება,ანდა,უბრალოდ,უიღბლობისაგან დაზღვევა”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ვინც მარტო თამაშობს,არასოდეს აგებს”.
* * *
” – როგორც პურია ჩვენთვის ტკბილი,ისე ღარიბთა სისხლია ტკბილი მდიდრებისათვის”.
* * *
“ვერავინ განჭვრეტს ზეციურ სასჯელს”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“გულუბრყვილო გლეხი იმ ვირს ჰგავს,ძაფზე ჩამოკიდებულ სტაფილოს რომ მიჰყვება”.
* * *
“სიცილიელები არასოდეს იცვლებიან”.
* * *
“ადამიანის უპირველესი ვალია,ცოცხალი გადარჩეს.ამის შემდეგ მოდის ის,რასაც “ზნეობას” უწოდებენ”.