რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: როგორც ცნობილია,გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ებრაულ ოჯახში დაბადებულ დიდ ბრიტანელ მხატვარს – ლუსიენ მაიკლ ფრეიდს (1922-2011 წლები),ხანრგრძლივი პერიოდი სჭირდებოდა იმისათვის,რომ ესა თუ ის სურათი დაეხატა.თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბრიტანელი სუპერმოდელის – კეიტ მოსის შიშველი პორტრეტის დახატვის დროს,მხატვარს დამკვიდრებულ წესზე უარის თქმა და შესაბამისად,ძალიან სწრაფად მოუწია მუშაობის დასრულება.დაასახელეთ ლუსიენ მაიკლ ფრეიდის აჩქარების მიზეზი? (ავტორი გენია.ჯი)
შეკითხვა მეორე: ”ეს” ქალაქი 1571 წლის 24 ივნისს იქნა დაარსებული და დაარსებისთანავე იქცა ერთ-ერთი აზიური ქვეყნის დედაქალაქად.მას დაარსების დღიდნავე ერთი უცნაური თვისება გააჩნია: თითქოს თავისკენ იზიდავდეს მის სიახლოვეს არსებულ ქალაქებს და შთანთაქვდეს მათ.სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა,რომ იგი რამდენიმე ქალაქის აგლომერაციულ ცენტრადაც ჩამოყალიბდა.დაასახელეთ რომელი ქვეყნის რომელ დედაქალაქზეა საუბარი?
შეკითხვა მესამე: ერთ-ერთი რუსი მწერლისა და პოეტის ბიოგრაფის გადმოცემის თანახმად,მას გარდაცვალების შემდგომ სულ რაღაც 43 მანეთი და მხოლოდ ერთი ძველი სამოქალაქო ქურთუკი დარჩა.დაასახელეთ,რომელ რუს ლიტერატორზეა საუბარი?
* * * * * * * *
პასუხი პირველი: ლუსიენ მაიკლ ფრეიდის სისწრაფის მიზეზს კეიტ მოსის ფეხმძიმობა წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი)
პასუხი მეორე: ფილიპინების დედაქალაქი – მანილა.
პასუხი მესამე: ნიკოლოზ გოგოლი