სერ კლაივ სტეიპლზ ლუისის ნოველიდან – „ქორწინების უარყოფა”
„თუ ღმერთი არ გიყვარს, შეუძლებელია სწორად გიყვარდეს ადამიანი”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხალხს რომ ნამდვილი მაღაზია სჭირდებოდეს, იქვე, ახლოს იცხოვრებდა, სადაც ის იქნებოდა. მათ რომ ნამდვილი სახლები სჭირდებოდეთ, ისინი ახლოს იცხოვრებდნენ მშენებლებთან. საზოგადოებას საჭიროება სჭირდება”.
* * *
„სამოთხე არსებულ რეალობაზე რეალურია”.
* * *
„ყველა დაცემულ სამშვინველს ურჩევნია, ჯოჯოხეთში იყოს და ძალაუფლება ჰქონდეს, ვიდრე სამოთხეში მსახურებდეს. მას დაღუპვის ხარჯზე რაიმე მაინც სურს შეინარჩუნოს, რაიმე… სიხარულზე მეტი, სიმართლეზე ფასეული. გაიხსენე: გაუზრდელი ბავშვი უმალ სადილის გარეშე დარჩება, ვიდრე ბოდიშს მოიხდის. ბავშვებში ამას ჯინიანობას უწოდებენ, უფროსებისათვის ამას ასობით სახელი აქვს – აქილევსის რისხვა, კორიოლინის გამწარება, პატივმოყვარეობა”.
* * *
„ცოტა არ არის ისეთი ადამიანი, რომლისთვისაც ისეთი მნიშვნელოვანია ღმერთის მყოფობის დამტკიცება, რომ მტკიცების პროცესში ღმერთს ივიწყებს. თითქოს ღმერთს მხოლოდ თავისი მყოფობა აწუხებს! მრავალი მათგანი ისე მგზნებარედ ამკვიდრებდა ქრისტიანობას, რომ ქრისტეს სიტყვები აღარ ახსენდებოდა. ან რა არის აქ გასაკვირი, განა წვრილმანებში ასე არ ხდება? შენ შეხვედრიხარ წიგნის მოყვარულს, რომელსაც წიგნის კითხვისთვის არ სცალია. გინახავს ფილანთროპი, რომელსაც ღარიბები საერთოდ აღარ ახსოვს”.
* * *
„არის მხოლოდ ორი სახის ადამიანი – ის, ვინც ღმერთს ეუბნება: „იყავნ ნება შენი”, და ის, ვისაც ღმერთი ეუბნება: „და იყავნ შენი ნება”.
* * *
„როდესაც ადამიანები თვითნებურ ცხოვრებას ეწევიან, ყალბ ღმერთებს ემსგავსებიან”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იცოდე, სიყვარული ძლიერი ანგელოზია და ის შენში შეიძლება ძლიერ ეშმაკად გადაიქცეს”.
* * *
„არ შეიძლება უბედურ დედას დაუპირისპირდე”.
* * *
„ეშმაკები – დაცემული რწყილები კი არა, დაცემული ანგელოზები არიან”.
* * *
„სხეული და სისხლი არ ცხოვრობს ზეციურში და არა იმიტომ, რომ ის ძლიერია და სავსეა თავისი არსით, არამედ იმის გამო, რომ ძალიან სუსტია”.
* * *
„შებრალება დიდი სიკეთეა, მაგრამ შესაძლებელია მისი არასწორად გამოყენება”.
* * *
„ვინც უბედურება აირჩია, არ აძლევს სხვებს ბედნიერების უფლებას”.
* * *
„ბოროტებას ბოროტებად იმ სისრულითაც არ შეუძლია ყოფნა, რა სრულყოფილებადაც სიკეთე სიკეთეს წარმოადგენს”.
* * *
„რაც უფრო დიდი ხარ სულიერად, მით უფრო შეგიძლია დამდაბლდე”.
* * *
„არავინ არის უკუნში ისეთი, ვისთვისაც ქრისტემ არ იქადაგა”. (ავტორი გენია.ჯი)