რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ,ევროპის დიდ ქალაქებში იმართებოდა მასობრივი ზეიმები,რომლებსაც საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხი ესწრებოდა.როგორც იმ პერიოდში გამომავალი პრესა ირწმუნებოდა,აღნიშნულ ზეიმებზე ბევრი ადამიანი “ამ ნივთით” ცხადდებოდა.თუმცა აღნიშნული ნივთის პოპულარობა მოდის კარნახით კი არ იყო განპირობებული,არამედ იმით,რამაც ჩაშალა ჩრდილოეთ ამერიკის მამაკაცთა პროფესიონალური ჰოკეის ლიგის NHL-ის ფინალური ეტაპი კანადაში.დაასახელეთ რა იყო მიზეზი კანადაში NHL-ის ფინალური ეტაპის ჩაშლისა? რას ზეიმობდა ევროპის დიდი ქალაქების მოსახლეობა და რა ნივთით ცხადდებოდნენ ისინი ამ ზეიმებზე? (ავტორი გენია.ჯი)
შეკითხვა მეორე: შუა იტალიის უძველესი მაცხოვრებელი ტომის – აბორიგენებისა და ზოგიერთი ველური ტომების ხალხები,”მათთან” ერთგვარი ცრურწმენებითა და შიშით ურთიერთობდნენ.ისინი “მათი” ჩრდილითაც კი დაზაფრული რჩებოდნენ.დროთა განმავლობაში,”მათ” მიმართ ადამიანების დამოკიდებულება შეცვლილი იქნა და ისინი იქცნენ კიდეც მრავალი ანეკდოტის უცვლელ პერსონაჟებად.დაასახელეთ ვისზეა საუბარი?
შეკითხვა მესამე: კუბის რესპუბლიკის ხელისუფლებაში ახლად მოსულმა ფიდელ კასტრომ,ქვეყანაში რევოლუციური რეფორმების გატარება დაიწყო,რამაც “ერთი პროფესიის” ადამიანების განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია.როგორც დიდი ქართველი კინორეჟისორი გიორგი დანელია ამბობს, 1960-იან წლებში კუბაზე ყოფნისას,ის თავად არის თვითმხილველი იმ მრავალრიცხოვანი დემონსტრაციებისა,რომლებზეც უმთავრესი ლოზუნგი იყო: “ფიდელ,შენ სამსახური მიეცი ყველას და ჩვენ ნუ დაგვაკარგვინებ მას”.დაასახელეთ ვის მიერ იყო ორგანიზებული დემონსტრაციები და ვინ მონაწილეობდა მასში?
* * * * * * * *
პასუხი პირველი: ევროპის დიდი ქალაქები ზეიმობდნენ ერთ-ერთი უსაშინლესი ეპიდემიის – “ესპანელის” სახელით ცნობილი გრიპის დამარცხებას,რომელსაც თავის მხრივ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.მიუხედავად იმისა,რომ ეპიდემია დამარცხებული იყო,ასეთ ზეიმებზე მოსახლეობა თავდაცვის მიზნით მაინც ცხვირისა და პირის დამცავი ნიღბებით მიდიოდა.კანადაში NHL-ის ფინალური სტადიის ჩაშლის მიზეზიც,სწორედ ქვეყანაში გავრცელებული ეპიდემია – “ესპანელი” გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი)
პასუხი მეორე: ადრეულ ეპოქებში შუა იტალიის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი აბორიგენების ტომისა და სხვა ველური ტომების წარმომადგენელი მამაკაცები,განსაკუთრებულად უფრთხოდნენ – სიდედრებს.
პასუხი მეორე: ფიდელ კასტრომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ,უცხოელი ტურისტების ქვეყანაში თავისუფლად შესვლა აკრძალა.აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კი დიდი დარტყმა მიაყენა ქვეყანაში მაცხოვრებელ მეძავებს,რადგან მათ უმთავრეს ფინანსურ შემოსავალ წყაროს,სწორედ უცხოელთა “მომსახურეობა” წარმოადგენდა.სწორედ ამიტომ იქნა მეძავების მიერ ორგანიზებული კუბის რესპუბლიკაში დემონსტრაციები,რომლებშიც მონაწილეობას რაღა თქმა უნდა მხოლოდ მეძავები იღებდნენ.