ვიქტორ-მარი ჰიუგოს ნაწარმოებიდან – „გავროში”

„სამარის კარი შიგნიდან არ იღება”.

* * *

„აჰ, რა შეუბრალებელი რამ არის საპატიმრო! ისეთ გესლს შეიცავს, რომ ყველაფერს წამლავს,ყველაფერს აჭკნობს; თვით 14 წლის გოგონას სიმღერასაც! თუ იქ ჩიტუნია ნახეთ, ფრთებზე უსათუოდ ტალახი ექნება; იქ ლამაზ ყვავილს მოსწყვეტთ, უსუნებთ და საშინელი მყრალი სუნი კი გეცემათ ცხვირში”.

* * *

„ – თუ კაცი ცდილობს, ყოველთვის შეუძლია კეთილი იყოს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ერთი და იგივე არ არის – ადამიანი სისხლისგან წვეთ-წვეტად დაიცლება, თუ ჭკუა-გონება ფიქრფიქრად წაერთმის?”

* * *

„აბა, სცადეთ და მოაზროვნე ადამიანი ჩასვით ისეთ ადამიანთა შორის, რომელთაც აზროვნების უნარი არ შესწევთ. რამდენიმე ხნის შემდეგ დაინახავთ, რომ მიმზიდველობის გადაულახავი კანონის ძალით ყველა ბნელი ჭკუა ამ ბრწყინვალე გონების ირგვლივ მორცხვად და თაყვანისცემის გრძნობით მოიყრის თავს. არიან რკინისებრი ადამიანები და არსებობენ ისეთებიც, მაგნიტს რომ ჰგვანან”.

* * *

„რაიმე მიზნის მისაღწევად უჭკუო სიჯიუტე სისულელეა. ის მჭიდროდაა შეკავშირებული გონების სიჩლუნგესთან და მის დამატებას წარმოადგენს”.

* * *

„ამ ქვეყნად ბევრია პატარა კაცი, თავი რომ კეთილ გენიად მიაჩნია”.

* * *

„როგორც ჩანს, სულიერად ძლიერი ადამიანების სიტყვები სიკვდილის წინა წუთებში განსაკუთრებულ სიდიადეს აღწევს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„უხეირო სწავლას ისევ უვიცობა სჯობია”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>