რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: ”მისი” ისტორიული მნიშვნელობის მქონე სპორტულ გამარჯვებას ხელი ვერც იმ შეჩერებამ შეუშალა,რომელიც ბიძის გამოისობით იყო გამოწვეული (მან თავის უახლოეს ნათესავს ერთი ჭიქა ღვინო მიაწოდა,რომელიც მომავალმა ტრიუმფატორმა დიდი სიამოვნებით მიირთვა).დაასახელეთ ვისზეა საუბარი და რა სპორტულ ღონისძიებაში მოიპოვა მან გამარჯვება? (ავტორი გენია.ჯი)

შეკითხვა მეორე: ზემოთ განთავსებული ტილო,გენიალური ესპანელი მხატვრის,გრაფიკოსისა და სკულპტორის – სალვადორ დალის მიერ დახატულ იქნა 1947 წელს და მასზე გამოსახულია მისივე ერთ-ერთი სახელგანთქმული თანამემამულე.დაასახელეთ,ვისი პორტრეტია გამოსახული სურათზე?

 შეკითხვა მესამე: ამბობენ,რომ პოლიტიკაში “ის” – იშვიათობაა,ხოლო “ის” კი – ფუფუნება.დაასახლეთ რას გულისხმობენ პოლიტიკაში იშვიათობად და რას ფუფუნებად?

* * * * * * * *

პასუხი პირველი: 1896 წელს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ჩატარებული იქნა პირველი თანამედროვე ეპოქის “ოლიმპიური თამაშები”,სადაც მარათონში გამარჯვება მოიპოვა ბერძენმა სპორტსმენმა – ლუის სპირიდონმა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მას შემდეგ არც ერთ ბერძენ სპორტსმენს მარათონში აღარ გაუმარჯვია.

პასუხი მეორე: პაბლო პიკასო.

პასუხი მესამე: “სუფთა ხელები” და “თბილი გული”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>