ლევ ტოსლტოის რომანიდან – “აღდგომა”
“მოსპეთ საკუთრების უფლება და ჩვენ მაშინვე ველურ მდგომარეობას დავუბრუნდებით”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“დიახ,ამჟამინდელ რუსეთში პატიოსანი მოქალაქის შესაფერისი ერთადერთი ადგილი ციხეა!”
* * *
“რატომ და რა უფლებით ამწყვდევენ,აწვალებენ,ასახლებენ,როზგავენ და ხოცავენ ერთნი სხვებს,როდესაც თვითონაც ზუსტად ისეთები არიან,რომლებსაც აწვალებენ,როზგავენ და ხოცავენ?”
* * *
” – დიახ,რასაკვირველია,სასამართლოს შეცდომები ყოველთვის იყო და ამისგან არც მომავალში ვართ დაზღვეული.ადამიანებისაგან შემდგარი დაწესებულება სრუყოფილი ვერ იქნება”.
* * *
“თუ ვაღიარებთ,რომ რამე მაინც არსებობს კაცთმოყვარეობაზე უფრო მნიშვნელოვანი,თუნდაც ერთი საათით,თუნდაც რომელიმე ერთ,განსაკუთრებულ შემთხვევაში,მაშინ ნებისმიერი დანაშაულის ჩადენა შეიძლება ადამიანების მიმართ ისე,რომ თავი დამნაშავედ არ იგრძნო”.
* * *
“საშინელებაა იმ ადამიანების ყურება,რომელთაც მთავარი ადამიანური ღირსება აკლიათ – ერთმანეთის მიმართ სიყვარული და სიბრალული”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მასები ყოველთვის მხოლოდ ძალას აღმერთებენ, – განაგრძო მან გაბზარული ხმით, – დღეს მთავრობა მბრძანებლობს – ისინი მას აღმერთებენ და ჩვენ ვძულვართ; ხვალ ჩვენს მოვალთ ხელისუფლებაში – და ისინი ჩვენ გაგვაღმერთებენ”…
* * *
“თქვენ საუკუნეების განმავლობაში სივდილით სჯით ადამიანებს,რომელთაც დამნაშავეებად აღიარებთ.განა ისინი გადაშენდნენ? კი არ გადაშენდნენ,პირიქით,მათი რაოდენობა გაიზარდა იმ დამნაშავეების ხარჯზე,რომლებსაც სასჯელით ხრწნიან.მათ ემატებათ ის დამნაშავე მოსამართლეები,პროკურორები,გამომძიებლები და ციხის ზედამხედველები,რომელიც არხეინად სხედან და ხალხისთვის სასჯელი გამოაქვთ”.
* * *
“საზოგადოება და წესრიგი იმიტომ კი არ არსებობს,რომ ამქვეყნად დაკანონებული დამნაშავეები,მათი გამსამართლებლები და დამსჯელები არიან,არამედ იმიტომ,რომ,მიუხედავად ამგვარი გახრწნისა,ადამიანებს მაინც ეცოდებათ და უყვართ ერთმანეთი”.
* * *
” – როგორც ქრისტეს დევნიდნენ,მეც ისე მდევნიან.მტაცებენ ხელს და დამათრევენ სასამართლოებში,მღვლებთან – მწიგნობრებთან,ფარისევლებთან; საგიჟეთშიც ჩამსვეს.მაგრამ ვერაფერს დამაკლებენ,რადგან თავისუფალი ვარ.”რა გქვიაო,მეკითხებიან”.ჰგონიათ,რომ ვინმეს სახელს მივითვისებ.მე კი სხვისი სახელი არ მჭირდება.ყველაფერზე უარი ვთქვი: არც სახელი მაქვს,არც საცხოვრებელი,არც სამშობლო – არაფერი.ჩემთვის ვარ.რა მქვია? ადამიანი.”რამდენი წლის ხარ?” ვეუბნები,არ ვითვლი-მეთქი. და ვერც დავითვლი,ვინაიდან მე ყოველთვის ვიყავი და მუდამ ვიქნები.”დედ-მამა ვინ გყავსო,მეკითხებიან”.ვპასუხობ,არც დედა მყავს და არც მამა,ღვთისა და მიწის გარდა.ღმერთი – მამაა,მიწა – დედა.”მეფეს თუ აღიარებო?” რატომ არ უნდა ვაღიარო? ის თავისთვისაა მეფე,მე – ჩემთვის.”აბა,რაღა გელაპარაკოთო”.ვუთხარი,მე არც გთხოვთ,რომ მელაპარაკოთ-მეთქი.აი,ასე მაწვალებენ”.
* * *
“ყოველი სარწმუნოება მხოლოდ თავის თავს აქებს”.
* * *
“თვითონ უნდა იყო საკუთარი თავის უფროსი და მაშინ სხვა უფროსი საჭირო აღარ იქნება”. (ავტორი გენია.ჯი)