რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: ერთ დღეს,საბჭოთა გენსეკი – იოსებ სტალინი,იმდენად განარისხა საბჭოთა სპორტსმენების მასიურმა მარცხმა სპორტის ერთ-ერთ სახეობაში,რომ მათ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა იქამდე აუკრძალა,სანამ მსოფლიო რეკორდებს არ დაამყარებდნენ.პრობლემა მას შემდეგ იქნა გადაწყვეტილი,რაც “ამ სახეობის” სპორტსმენებისათვის 1951 წელს სპეციალურად ააგეს “მედეო”-ს სახელით ცნობილი სპორტული კომპლექსი,სადაც დამყარებული იქნა კიდეც მათ მიერ მრავალი მსოფლიო რეკორდი.დაასახელეთ,რომელი სპორტის სახეობის სპორტსმენებმა დაიმსახურეს ბელადის რისხვა? (ავტორი გენია.ჯი)
შეკითხვა მეორე: ერთ-ერთი უდიდესი რომაელი ისტორიკოსის – ტიტუს ლივიუსის (ძვ.წ.აღ-ით 59-17 წლები) გადმოცემის თანახმად,ცენტრალური იტალიის სამხრეთ ნაწილში მაცხოვრებელი ხალხის სამნიტების არმიის ჯარისკაცებმა,”ეს მოვლენა” მტერთან ჩასაფრებისათვის მეტად წარმატებულად გამოიყენეს.დაასახელეთ რა მოვლენას გულისხმობდა ტიტუს ლივიუსი?
შეკითხვა მესამე: XVIII საუკუნის გერმანულ სატირული ხასიათის მქონე კარიკატურებზე,”ამ” პროფესიის ადამიანებს კიბისა და ასტროლაბის ფონზე გამოსახავდნენ.დაასახელეთ,რომელი პროფესიის ადამიანებს გამოსახავდნენ გერმანულ კარიკატურებზე?
* * * * * * * *
პასუხი პირველი: მოციგურავეები.
პასუხი მეორე: “ნისლი”.
პასუხი მესამე: დალაქები. (ავტორი გენია.ჯი)