“სიბრძნის წუთი”
ერთ ბრძენთან ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა და ჰკითხა:
- მინდა ვიცოდე,რამდენი მეგობარი უნდა ჰყავდეს ადამიანს? – და იქვე დაამატა: ჩემი აზრით,რაც უფრო ბევრი მეგობრის ძებნას დაიწყებს კაცი,მით მეტად ხელოვნური გამოჩნდება მისი მისწრაფება მეგობრობისადმი და სწორედ ამიტომ არ მივიჩნევ აუცილებლობად ბევრი მეგობრის არსებობას.
- ხედავ იმ ვაშლის ხეს? – ხელი გაიშვირა იქვე სიახლოვეს მდგომი მაღალი ვაშლის ხისაკენ ბრძენმა.
- რა თქმა უნდა ვხედავ.
- ის ხე,ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ვაშლის ხეა დედამიწაზე.ახლა წადი და კენწეროში რომ ვაშლი მოჩანს ის მომიწყვიტე და მომიტანე, – მიმართა თხოვნით ბრძენმა ახალგაზრდას.
ეცადა ახალგაზრდა კაცი ხის კენწეროდან ვაშლის მოკრეფას მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
- ეს ძალიან მაღალი ხეა! მარტო ვერ შევძლებ ამ მისიის შესრულებას.
- დაუძახე შენს მეგობარს, – მიმართა ბრძენმა.
ახლაგაზრდამ თავის მეგობარს დაუძახა,შემდეგ მას ბეჭებზე შეადგა,თუმცა ვაშლის მოსაკრეფად არც ეს სიმაღლე ეყო.
- არა,არაფერი გამომდის, – დანანებით ჩაილაპარაკა ახალგაზრდამ.
- შენ-რა,მეტი მეგობარი არა გყავს? დაუძახე მათაც, – უთხრა ბრძენმა.
მან კიდევ რამდენიმე მეგობარს დაუძახა.მიუხედავად დიდი მცდელობისა,მათი სხეულებით აგებული პირამიდა ვაშლის დასაუფლებად საკმარისი სიმაღლის მაინც არ აღმოჩნდა.
- ახლა დარწმუნდი რამდენი მეგობარი უნდა ჰყავდეს ადამიანს?
- დიახ,დავრწმუნდი.ადამიანს ძალიან ბევრი მეგობარი უნდა ჰყავდეს,რომ ყოველგვარი პრობლემა გადაწყვიტოს.
- მე კი ასე ვიტყოდი: ან უნდა გყავდეს ძალიან ბევრი მეგობარი,ან მხოლოდ ერთი და ისიც ისეთი,რომელსაც ამ შემთხვევაში თავში აზრად მოუვიდოდა ასეთი მეთოდით კი არ მოგეწყვიტა კენწეროდან ვაშლი,არამედ ხისთვის კიბე მიედგა, – მიუგო ბრძენმა ახალგაზრდა კაცს და გზა დაულოცა. (ავტორი გენია.ჯი)