რეი ბრედბერის გენიალური რომანიდან – „451º ფარენჰაიტით”
„არა, ჩვენ ერთმანეთისგან არ უნდა განვსხვავდებოდეთ. ყველა თავისუფალი და თანასწორი უნდა იყოს. კი არ დავიბადოთ თანასწორნი, როგორც კონსტიტუციაში წერია, არამედ მერე უნდა გავხდეთ. ყოველი ადამიანი მეორის ასლი უნდა იყოს და მაშინ ყველა ბედნიერი იქნება, რადგან პირველი ვეღარ დაჩრდილავს მეორეს”.
* * *
„კარგი მწერალი ცხოვრების შუაგულში ტრიალებს, საშუალო – ნაპირ-ნაპირ უვლის, ცუდი კი ძალას ხმარობს მასზე და მერე ბუზის წასაბილწავად ტოვებს”.
* * *
„ – ვინც არ აშენებს, უნდა დაანგრიოს. ეს ძველთაგანვე ასე ყოფილა”.
* * *
„თუ თქვენ უვიცობას დამალავთ, მუჯლუგუნებს არავინ წაგკრავთ და ვეღარაფერს ისწავლით”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ის არასოდეს დარჩება მარტო, ვინც კეთილშობილურ აზრებს ატარებს გულში”.
* * *
„სიტყვები ფოთლებს წააგავს: როცა ისინი ხშირია, იშვიათად ხარობს მათში აზრის ნაყოფი”.
* * *
„ცოდნა ძალაუფლებაზე ძლიერია”.
* * *
„იმ კაცს ბრძენი არ ეთქმის, ვინც გარკვეულს გაურკვეველს ამჯობინებს”.
* * *
„ეს ეპოქა უფრო აფასებს მოოქროულ სულელს, ვიდრე იდაყვებგამოგლეჯილ, წმინდან ბრძენს”.
* * *
„ჭეშმარიტების სიდიადეს დაცვა ამდაბლებს”.
* * *
„ – ცეცხლი მარადიული მოძრაობაა, რომლის შექმნას დასაბამიდან მიელტვის ადამიანი, მაგრამ ვერ ახერხებს, უფრო სწორად, თითქმის მარადიული. თუ თავს მიანებებ, მთელი თქვენი სიცოცხლის მანძილზე არ ჩაქრება. რა არის ცეცხლი? ცეცხლი გამოუცნობი საიდუმლოა. მეცნიერები რაღაცას ბოდავენ, ხახუნსა და მოლეკულებზე, მაგრამ სინამდვილეში არაფერი არ იციან. ცეცხლის ნამდვილი სილამაზე იმაში მდგომარეობს, რომ იგი პასუხიმგებლობისა და მოვალეობისგან ათავისუფლებს ადამიანს. თუ პრობლემა მეტად მძიმე ასატანი გახდა, შეუძახე ღუმელში და მორჩა!”
* * *
„რა საოცარია, რა წარმოუდგენელია, ისე გინდოდეს სიკვდილი, რომ შეიარაღებული ადამიანი ირგვლივ გივლიდეს და შენ ხმა კი არ ჩაიწყვიტო, რათა ამით სიცოცხლე შეინარჩუნო, პირიქით, იღრიალო და დასცინო, ვიდრე მოთმინებიდან არ გამოიყვან, არ გააცოფებ და მერე…”
* * *
„მეხსიერება ფოტოფირს წააგავს. ჩვენ კი მთელი სიცოცხლის განმავლობაში სულ იმას ვცდილობთ, რომ ამ ფირზე გადაღებული გამოსახულება არ გამოვამჟღავნოთ”.
* * *
„ – წიგნი ყდით არ უნდა შეაფასო”.
* * *
„ – ყოველმა ადამიანმა რაიმე უნდა დატოვოს ამქვეყნადო, – იტყოდა ხოლმე პაპაჩემი. ბავშვი, წიგნი, ნახატი, საკუთარი ხელით აშენებული კედელი, საკუთარი ხელით შეკერილი ფეხსაცმელი, საკუთარი ხელით გაშენებული ბაღი… რაიმე, რასაც შენი ხელი შეხებია და რაშიაც შენი სული ჩასახლდება სხეულის სიკვდილის შემდეგ. ხალხი შეხედავს შენ მიერ დარგულ ხეს ან ყვავილს და გაცოცხლდები”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველაფერს თავის დრო აქვს – ნგრევასაც და შენებასაც, თქმასაც და ართქმასაც”.