ფრანც ლეპტიხი – გენიოსი თუ ავანტურისტი?!
1811 წელს გერმანელმა მექანიკოსმა,გამომგონებელმა და მუსიკოსმა - ფრანც ლეპტიხმა (1778-1819 წლები),დიდი მცდელობის შემდეგ საფრანგეთის ლეგენდარულ იმპერატორთან და მხედართმთავართან – ნაპოლეონ I ბონაპარტთან აუდიენციას მიაღწია,რა დროსაც მას შესთავაზა ისეთი სამხედრო დანიშნულების მქონე დირიჟაბლის შექმნა,რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა ჰაერში ჭურვების ატანა და მტრისთვის საჰაერო დარტყმის მიყენება.“საჰაერო დამპყრობლის” იდეამ ნაპოლეონი დიდად ვერ აღაფრთოვანა და ლეპტიხს პროექტის დაფინანსებაზე კატეგორიული უარი განუცხადა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,გერმანელ მექანიკოსს ხელები არ ჩამოუშვია და იმავე წინადადებით გერმანულ ქალაქ შტუტგარტში განთავსებულ რუსეთის იმპერიის საელჩოს მიმართა.ელჩმა ლეპტიხის ინოვაციური სამხედრო პროექტი სასწრაფოდ გადაუგზავნა რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე I-ს და იგი მიწვეულ იქნა კიდეც რუსეთში. 1812 წლის მაისის ბოლოს ფრანცი მოსკოვს ეწვია.თუმცა ხაზი მინდა გავუსვა იმას,რომ მისი რუსეთში ვიზიტი ძალიან გასაიდუმლოებული იყო.მას დაუმზადეს ყალბი საბუთები,სადაც ლეპტიხის გვარი ჩანაცვლებულ იქნა – შმიდტის გვარით.გერმანელი მექანიკოსის იდეა მართლაც შთამბეჭდავი გახლდათ,რის გამოც მისი პროექტის დაფინანსება საკუთარ თავზე რუსეთის იმპერიამ აიღო.მოსკოვის სახელმწიფო ბანკის დირექტორს ებრძანა,რა რაოდენობის თანხასაც მოითხოვდა პროექტის კურატორი მოსკოვის გუბერნატორი ფ.რასტოპჩინი,მისთვის ფული დაუყონებლივ გადაეცა.ყოველიოვე ამის შემდგომ მოსკოვის სიახლოვეს მდებარე სოფელ ვორონცოვკაში ფრანცს გამოუყვეს სპეციალური სახელოსნო,რომელსაც განსაკუთრებული დაცვა მიუჩინეს.მუშაობის დაწყების პირველივე დღეებში ფრანცმა 5 000 რუბლი მოითხოვა იმისათვის,რომ სახელოსნოში დირიჟაბლის დასამზადებლად საჭირო ყველა მოწყობილობა შეესყიდა,ხოლო 20 000 რუბლი კი დირიჟაბლისათვის საჭირო ქსოვილისათვის გამოითხოვა.ამ გასაიდუმლოებულ დაწესებულებაში გარდა ლეპტიხისა,კიდევ 150 ოსტატი მუშაობდა.მუშაობის პროცეს ყოველდღიურად ადევნებდა თვალს პროექტის კურატორი – რასტოპჩინი.იგი დარწმუნებული იყო ამ მრისხანე ტექნიკური საოცრების ექსპერიმენტის წარმატებით დასრულებაში,რასაც ალექსანდრე I-საც ატყობინებდა.სამხედრო დანიშნულების მქონე დირიჟაბლის პირველი საცდელი გამოცდა 1812 წლის ივლისის ბოლოს განხორციელდა,თუმცა წარუმატებლად.ფრანცმა პირველი დირიჟაბლის აგების დროს დაშვებული შეცდომები გაანალიზა და კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით დაიწყო მასზე მუშაობა.იმ პერიოდში ნაპოლეონის არმია მოსკოვს მიუახლოვდა,რის გამოც რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ ზესაიდუმლო სახელოსნოს ევაკუაცია ნიჟნი-ნოვგოროდში განახორციელა.მიუხედავად იმისა,რომ ლეპტიხი პროექტზე მუშაობაში დღე და ღამეს ასწორებდა,პროექტის წარმატებით დასრულების იმედი თავად რასტოპიჩსაც გადაეწურა და ფრანცს შარლატანი და ავანტურისტი უწოდა. 1813 წელს ფრანცის მიერ აგებულმა მეორე დირიჟაბლმა ჰაერში სულ რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე აიწია,თუმცა მისი მართვა შეუძლებელი გახდა,მიწას დაენარცხა და დაიმსხვრა.წარუმატებელმა ცდებმა პროექტის დახურვა გამოიწვია.თავად გერმანელი მექანიკოსის კვალი კი სწორედ ამ პერიოდიდან დაიკარგა.სპეციალისტთა ერთი ნაწილი მას გენიოსად მოიხსენიებს,ხოლო მეორე ნაწილის მოსაზრებით კი,ფრანც ლეპტიხი ის დიდებული ავანტურისტი იყო,რომელმაც რუსებს გენიალური აფიორა ჩაუტარა და თითქოსდა მრისხანე ბომბადმშენის ასაგებად – 320 000 რუბლი გამოსძალა,რაც იმ პერიოდისათვის მართლაც რომ კოლოსალური თანხა იყო. (ავტორი გენია.ჯი)