რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: “ამ” ადამიანს ხშირად გამოსახავდნენ ერაყის აწ გარდაცვლილ დიქტატორთან – სადამ ჰუსეინთან ერთად.საინტერესოა ის გარემოება,რომ “იმავე” ადამიანის გამოსახულების მქონე ბარელიეფის ხილვა ასევე შესაძლებელია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის შენობაშიც.დაასახელეთ ვისთან ერთად გამოსახავდნენ სადამ ჰუსეინს და ვისი გამოსახულების მქონე ბარელიეფია აშშ-ს კონგრესის შენობაში? (ავტორი გენია.ჯი)

შეკითხვა მეორე: ვის მოიხსენიებდა – “ადამიანის ხორცის ნაჭრებად” ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი მწერალი – ჩარლზ დიკენსი?

შეკითხვა მესამე: საყოველთაოდაა ცნობილი ფრთიანი ფრაზა: “რელიგია- ხალხის ოპიუმია”.აღნიშნულ გამონათქვამს არ ეთანხმებოდა აშშ-ის რიგით 37-ე პრეზიდენტი – რიჩარდ ნიქსონი.რომელიც მას თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევდა.დაასახელეთ რას უწოდებდა ნიქსონი ამერიკელი ხალხის ოპიუმს?

* * * * * * * *

პასუხი პირველი: ბაბილონის დიადი მეფე ძვ.წ.აღ-ით 1792-1750 წლებში – ხამურაბი,რომელმაც მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში პირველმა შეადგინა კანონების კრებული (“ხამურაბის კანონები”).

პასუხი მეორე: ჩარლზ დიკენსი – “ადამიანის ხორცის ნაჭრებად” მოიხსენიებდა იმ ადამიანებს,რომლებიც ქუჩებში უწევდნენ რეკლამირებას – სენდვიჩებისა და ბუტერბროტებს. (ავტორი გენია.ჯი)

პასუხი მესამე: რიჩარდ ნიქსონი აშშ-ის მოქალაქეების “ოპიუმად” – ტელევიზიას მიიჩნევდა.

კომენტარის დატოვება