პაულო კოელის ნაწარმოებიდან – “ბრიდა”
“მამაზეციერისკენ მიმავალი პირველი უმოკლესი გზა ლოცვაზე გადის”.
* * *
” – ადამიანები იმიტომ სძღვნიან ყვავილთ ერთმანეთს,რაკი სიყვარულში სიყვარულის ჭეშმარიტი აზრია.ვინც ყვავილის დაუფლებას შეეცდება,მალევე დაინახავს,როგორ დაჭკნება ის ყვავილი და დაკარგავს სილამაზეს.ხოლო,ვინც სადმე მდელოზე თუ მინდორში თვალმოკრული ბილილის მარტო მზერით ტკბება,ის სამუდამოდ მოიხვეჭს იმ ბილილას.რამეთუ ყვავილი შეხამებული და შეხმატკბილებულია საღამოსთან,დაისთან,სველი მიწის სუნთან,ცისპირზე აცურებულ ღრუბლებთან”.
* * *
” – არცვის არ ძალუძს იმ აისის,იმ მზის ამოსვლის მითვისება,ერთად რომ ვიხილეთ მაშინ, – განაგრძობდა მოგვი. – არცვის არ ძალუძს იმ საღამოს დაპატრონება,ოდეს წვიმის წვეთები ფანჯრის მინას აკაკუნებდნენ,ვერც იმ მყუდროებას ჩაიგდებს ვინმე ხელთ,აკვანში ჩაკრული ჩვილი ყრმა რომ წარმოშობს თავის გარშემო, და ვერც კიდევ იმ ჯადოსნურ წამს,ოდეს ტალღები კლდეებს ელეწებიან”.
* * *
“ვბერდები როგორც ჩანს.წარსულში ქექვა დავიწყე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“საერთო მხიარულების ჩასამწარებლად თუ ჩასაშხამებლად სულ რამდენიმე ისეთი კაცია საკმარისი,რომელთაც თავი დანარჩენებზე მეტი ჰგონიათ და ადვილად ვერ ასიამოვნებენ,ვინაიდან სხვათა სიხარულის გაზიარება არ ძალუძთ და ამიტომ თავიანთ ჭკუით დროს ტყუილუბრალოდ კარგავენ”.