ოტია იოსელიანის ნაწარმოებიდან – “მდინარე ნამდინარევში”
“ქორწილები გვინდა,ალბათ,ყველაზე და ყველაფერზე მეტად,ქორწილები! ერის სიმრავლე და დღეგრძელობა,უამისოდ არაფერს აზრი არ ექნება”.
* * *
“მშვენიერება განძივითაა,თვალი არ უნდა შეაჩვიო,არ უნდა გააიაფო.არ გგონია? “ხატს რომ თვალს შეაჩვევევნ,ნაფოტებად მოეჩვენებაო?”
* * *
“თაროზე დალაგებული წიგნები სულაც არ ნიშნავს ცოდნას და განათლებას”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ბუნების დაცვა და მოვლა,ალბათ ჩაურევლობაა.ბულბულს ჩვენ გალობას ვერ ვასწავლით,როგორმე ბუდე არ უნდა დავუნგრიოთ”.
* * *
“ბატონო იმედო,ჩვენ მაღალი კულტურისაც რომ ვიყოთ და დახვეწილი გემოვნებისაც,თუ ჩვენი საქმე სახალხოდ,საჯაროდ გამოგვაქვს,უდიდესი სიფრთხილე და ზომიერება გვმართებს.დიდი ხელოვნებაც კი უმრავლესობისათვის გაუგებარია და, რაც გაუგებარია,იმისი თავზე მოხვევა,თუნდაც მათდა საკეთილდღეოდ,სისულელეა.თუ მისი ფასი და გემო იმ კაცს არ გაეგება,ეს შენს უგემოვნობაზე უფრო მეტყველებს,ვინემ იმ გაუგებელზე.ყოველდღე,”ჯოკონდას” პორტრეტთან რომ ვინმემ საათობით დაგსვას და გაიძახოს: გენიალურია და თვალი არ მოაცილოო, – ნახატის,ქანდაკებისა და, საერთოდ,ხელოვნების სახსენებელს შეგაძულებს”.
* * *
“ჩვენში ხშირადაა ლაპარაკი გულწრფელ საუბარსა და გულახდილ შეხვედრებზე,მაგრამ სწორედ ესაა,რომ საეჭვოს ხდის იმ გულახდილობასა და გულწრფელობას – კაცი რომ იტყვის,ახლა გულახდილი ვარო! ახლა კი ბატონო,მაგრამ ამის წინ არ იყავი და მატყუებდი? ან,ამის მერე არ იქნები და ისევ გამაცუცურაკებ?”
* * *
” – ფრთები,ფრთები გვინდა”…
- იცოცხლე! გვინდა,მაგრამ ამას საფრენი მიზეზიც უნდა”.
* * *
“ყველა დიდი საქმის კეთება – ბრძოლაა”.
* * *
“ყოველი საქმე თავიდანაა ძნელი,თორემ,რომ მიეჩვევი,ხასიათად და ზნედ გადაგექცევა; მერე,რომც გჭირდებოდეს,ვერ მოიშლი”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ახლობელი რომ ჭკუას დაკარგავს,შენი საპატრონოა”.