რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: გენიალური იაპონელი მეცნიერი ბირთვულ ფიზიკაში – ნაკაია უკიტირო,”მათ” საიდუმლო იეროგლიფებით დაწერილ ზეციურ წერილებს უწოდებდა.დაასახელეთ რა ჰქონდა მხედველობაში დიდ მეცნიერს? (ავტორი გენია.ჯი)
შეკითხვა მეორე: დიდი ესპანელი პროზაიკოსი,ფილოსოფოსი და ლიტერატურის თეორიტიკოსი – ბალთაზარ გრასიან-ი-მორალესი (1601-1658 წლები) წერდა,რომ “ისინი” – სიტყვების საცერი და გონების ძაბრიაო.დაასახელეთ რა ჰქონდა მხედველობაში ბალთაზარს?
შეკითხვა მესამე: 2009 წლის თებერვლის თვეში ამერიკის შეერთებული შტატების მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ,რომ ნიუ-იორკის ცნობილ მერს – რუდოლფ ჯულიანის,ერთ-ერთმა ცხოველმა უკბინაო.დაასახელეთ რომელმა ცხოველმა უკბინა ნიუ-იორკის მერს 2009 წლის 2 თებერვალს?
* * * * * * * *
პასუხი პირველი: თოვლის ფიფქები.
პასუხი მეორე: ყურები.
პასუხი მესამე: როგორც ცნობილია,აშშ-ი ყოველი წლის 2 თებერვალს “ზაზუნების დღესასწაული” აღინიშნება. 2009 წლის 2 თებერვალს ნიუ-იორკის მერი – რუდოლფ ჯულიანი აღნიშნული დღესასწაულის აღსანიშნავად ადგილობრივ ზოოპარკს ეწვია,რა დროსაც მას თითზე ზაზუნამ უკბინა. (ავტორი გენია.ჯი)