იაკობ გოგებაშვილის პროზიდან…

“წინანდელ ქართველებს კარგად ესმოდათ ანდაზა: “თუ მტერი არა გყავს,ძმას გაეყარე და მტერს გაიჩენო”.

* * *

” – ესე,შენი ჭირიმე! ჩვენ გლეხ-კაცებს გვეძახიან.დღე და ღამ ოფლი უნდა ვიწუროთ და პური ისე ვჭამოთ.ღმერთს ეგრე უბრძანებია: “ოფლითა თქვენითა მოიპოვეთ პური თქვენიო;” ეს ღვთის ბრძანება მარტო ჩვენ დაგვაწვა კისერზე და ვეწევით კიდეც.წიგნი რა ჩვენი საქმეა? ის ჩვენ დამშეულ კუჭს ვერ გააძღობს.ჩვენი წიგნი დედამიწაა,ვენაცვალე იმის მადლსა.როცა დედამიწას მწვანე ხავერდივით ჯეჯილის ყდა დაეკვრება,მაშინ იმაზედ ვკითხულობთ ჩვენს ბედსაცა.ჩვენი კალამი დაუღალავი გუთანია.მელანი კიდევ გულ-ღვიძლიდამ გამოწურული ოფლია.ამოვაწებებთ ოფლში გუთანსა,გადავუხსნით ხოლმე დედამიწას მადლიან გულსა,ჩავაყრით შიგ თესლსა,როცა დრო მოვა,მივალთ და ის დალოცვილი მიწა თავისს დღეში არ დაიღლება,ისე არ გაძუნწდება,რომ მიბარებული ერთი ორად მაინც არ დაგვიბრუნოს.ტყუილად კი არ ეძახიან მიწას “დედაო;” ის გვაწოვებს ჩვენ ძუძუსა,მიწას დავხარით დღე და ღამ,ჩვენი ჭირიცა და ლხინიც ის არის,შენი კვნესამე! წიგნი კარგია,ვინ არ იცის? ბევრიც სხვა რამეა ამ ქვეყანაზედ,ჩვენ იქამდინ ხელი არ მიგვიწვდება… გაგიბედავთ,შენი ჭირიმე, და გეტყვით,ჯერ კუჭი უნდა გავიძღოთ,კუჭი! ჩვენი თავდაპირველი გულის ტკივილი ეს არის!..” (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ღონიერი და ჭირთა მძლევი ის არის,ვისაც ჭკუა ცოდნით მოურთავს,ცოდნით აუყვავებია,ცოდნის ძუძუთი გაუზრდია.”კაცი უნდა ხერხი იყოს,გაჰქონდეს და გამოჰქონდესო”,თქვენგან მაქვს გაგონილი და დასწავლილი.მართალიც არის: კაცი სხვის მარგეც უნდა იყოს და თავისის თავისაც.კაცი მარტო მაშინ არის ხერხი,როცა ცოდნა აქვს.როცა ჭკუა ცოდნით გაულესია,ცოდნის ჩარხზედ გაუჩარხავს.მაშინ კაცს ხერხივით სხვისთვისაც გააქვს და თავისთვისაც შემოაქვს”.

* * *

“ცოდნა თვითონ,თავის-თავადაც სიმდიდრეა-მეთქი,მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრე,რომ,რაც უნდა ბევრს დაურიგო,ბევრს გაუწილადო,შენ არა დაგაკლდება-რა,თუ არ მოგემატება.ამ შემთხევვაში ცოდნა ანთებულ სანთელს ჰგავს: ერთს სანთელზე რომ  ათასს სხვა სანთელს მოუკიდო,სანთელს იმითი არც ალი დააკლდება,არც სინათლე,არც სიცხოველე.პირიქით,ამატებს კიდეც,რადგან ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპს”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ჩვენს საქართველოს მხოლოდ მაშინ ეღირსება ბედნიერი ცხოვრება,როდესაც ქართველებში განათლება გავრცელდება.უსწავლელი ხალხი ვერას დროს ვერ მოიპოვებს მტკიცე ბედნიერებასა.ამისთანა ხალხმა სწორედ არ იცის,რა არის იმისის სიკეთისათვის სასარგებლო და რა არის მავნებელი.უცოდინარის ხალხის ცხოვრება სავსეა სხვა-და-სხვა უგუნური ჩვეულებით,რომელიც სიცოცხლეს უმწარებს; მაგრამ ხახს ეს ჩვეულებანი სასარგებლოდ აჩნია და შეურყევლად ინახავს”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>