რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: დიდი ინგლისელი ფილოსოფოსი,ლოგიკოსი,მათამიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე – ბერტრან არტურ უილიამ რასელი (1872-1970 წლები) გვაუწყებდა რომ,”აღორძინების ეპოქაში” თითოეულ კარდინალს რომის პაპთან ოფიციალურ მიღებაზე აუცილებლად თან ახლდათ “ერთი” ადამიანი.საყურადღებოა ის გარემოება,რომ,”ამ” ადამიანებს ერთ-ერთი ციური სხეულის სახელითაც მოიხსენიებდნენ.დაასახელეთ,ვინ ახლდნენ კარდინალებს აღორძინების ეპოქაში რომის პაპებთან ოფიციალურ მიღებებზე და რატომ დაჰყავდათ ისინი? (ავტორი გენია.ჯი)

შეკითხვა მეორე: ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად “იგი” გამოგონებულ იქნა ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით ღმერთების მაცნისა და მათი ნების აღმსრულებლის – ჰერმესის მიერ,მაშინ როდესაც ცაში აკვირდებოდა წეროების სოლისმაგვარ ფრენას.დღესდღეობით,ჰერმესის გამოგონება პრაქტიკაში აღარ გამოიყენება.დაასახელეთ რა იქნა გამოგონებული ჰერმესის მიერ?

შეკითხვა მესამე: რომელი ევროპული ქვეყნის დედაქალაქში გაიმართა 2006 წელს იუნიორთა ევროპის ჩემპიონატი ბილიარდში?

* * * * * * * *

პასუხი პირველი: ამა თუ იმ კარდინალს იმის შიშით,რომ არავის მოეწამლა (განსაკუთრებით ალექსანდრე VI-ს პაპობის პერიოდში),რომის პაპებთან მიღებებზე მუდმივად თან დაჰყავდათ საკუთარი მერიქიფეები,რომლებსაც საკუთარივე ღვინო მიჰქონდათ.მერიქიფეებს კი,ძველბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი პერსონაჟის – განიმედეს სახელით მოიხსენიებდნენ (ცნობისათვის,განიმედე გახლდათ ტროას უფლისწული,რომელიც ღმერთებმა მოიტაცეს და ოლიმპზე მერიქიფედ განამწესეს). (ავტორი გენია.ჯი)

პასუხი მეორე: “სოლისებრი დამწერლობა”

პასუხი მესამე: კიევი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>