რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: ერთ-ერთი ქვეყნის ეროვნული ჰიმნის ტექსტში მოხსენიებულია – მონღოლები,თურქები და ავსტრიის დედაქალაქი ვენა.დაასახელეთ რომელი ქვეყნის ეროვნულ ჰიმნში არიან ისინი მოხსენიებული? (ავტორი გენია.ჯი)
შეკითხვა მეორე: “ფიფა”-ს წარმომავლობით ფრანგმა პრეზიდენტმა 1974-1998 წლებში – ჟოაო აველანჟიმ,ერთ-ერთი გენიალური ფეხბურთელის შესახებ შემდეგი განცხადება გააკეთა: “ის,ისევეა,როგორც “მონა ლიზა” – შეუფასებელია”.დაასახელეთ რომელი ფეხბურთელის შესახებ გააკეთა მან აღნიშნული განცხადება?
შეკითხვა მესამე: ერთ-ერთი ინგლისური ქალაქის გერბზე გამოსახულია მითოლოგიური ფრინველი – ფენიქსი,რომელიც თავის მხრივ – აღორძინების (ფერფლისგან აღდგენის) სიმბოლოსთან ასოცირდება.დაასახელეთ რომელი ქალაქის გერბზეა გამოსახული ფენიქსი და რა გახლავთ მიზეზი ამ მითოლოგიური ფრინველის გერბზე გამოსახვისა?
* * * * * * * *
პასუხი პირველი: უნგრეთის ეროვნული ჰიმნი.
პასუხი მეორე: ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ (პელე).
პასუხი მესამე: კოვენტრი.იგი გერმანელი ფაშისტების საჰაერო დარტყმების შედეგად იქნა განადგურებული,თუმცა მოგვიანებით აღდგენილი.სწორედ ამიტომ ასახეს ქალაქის გერბზე ფერფლისაგან აღდგენის სიმბოლო – ფენიქსი. (ავტორი გენია.ჯი)