ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

“როცა ვინმე კვდება,ყველას მოიცავს რაღაც განცვიფრება,იმდენად ძნელი მისაწვდომია არარაობის დადგომა,იმდენად ძნელია მისი დაჯერება”. – გუსტავ ფლობერი (მადამ ბოვარი)

* * *

“არა,ამქვეყნად ძიებად არაფერი ღირს,ყოველივე ცრუა! ყოველ ღიმილში მოწყენის მთქნარება იმალება,ყოველ სიხარულს წყევლა ახშობს,ყოველ სიამეს ზიზღი მოსდევს და თვით უმცხუნვარესი ამბორი შენს ბაგეზე მხოლოდ უზენაესი ტკბობის მოუკვლელ წყურვილს ტოვებს!” - გუსტავ ფლობერი (მადამ ბოვარი)

* * *

“ლურსმნები და ფიცრები თუ არა გაქვს,სახლს ვერ ააშენებ.თუ არ გინდა,რომ სახლი აშენდეს,ლურსმნები და ფიცრები უნდა დამალო.თუ არ გინდა,რომ ადამიანი პოლიტიკამ დატანჯოს,ნუ მისცემ საშუალებას,საკითხს ორი მხრიდან შეხედოს.ეს კი არა,სულ ნუ შეხედავს.დაე,დაივიწყოს,რომ ქვეყნად ისეთი რამ არსებობს,როგორიც ომია.დაე,სახელმწიფომ უზომო გადასახადები აკრიფოს,დაე,მთავრობა ტლანქი და მოუსაზრებელი იყოს,ოღონდ ხალხმა ამას ყურადღება არ მიაქციოს: მთავარია ხალხი მშვიდად იყოს!”. – რეი ბრედბერი (451 გრადუსი ფარენჰეიტით)

* * *

“ადამიანი იძულებულია მიიღოს გარდაუვალი”. – სომერსეტ მოემი (წვიმა) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“კარგი მხედველობის მქონე ბედნიერი ადამიანი ხშირად დასცინის სათვალიან ყმაწვილს,თითქოს ის მხოლოდ სილამაზისთვის ატარებდეს მას.უკიდურეს შემთხვევაში,შეიძლება შეიბრალო საწყალი ჭაბუკი,მაგრამ ნამდვილი ბოროტებაა,თვალთმაქცობაში დასწამო ცილი.ბუნდოვნება არ წარმოადგენს რაღაც არაამქვეყნიურს,ის განვითარების ერთ-ერთი საფეხურია.ჩვენ რომ უარვყოთ ყოველგვარი უმწიფარი პოეზია,ეს როდი დაგვაახლოებს ლიტერატურული საკითხების ჭეშმარიტებას.ადამიანური ბუნების ყოველგვარი ფაზა ღირსია ადგილის შენარჩუნებისა,თუ მან პოვა ჭეშმარიტი გამოსახულება”. – რაბინდრანათ თაგორი (დღენი ჩემი სიჭაბუკისა)

* * *

“ამოუტენეთ ადამიანს გონება ცნობებით,ფიტულივით ამოტენეთ ამ წყეული ფაქტებით და ეგონებათ,რომ ბრწყინვალე განათლება მიიღეს.ეგონებათ,რომ აზროვნებენ და წინ მიდიან.სინამდვილეში ადგილზე იქნებიან გაყინული,თუმცა თვითონ ბედნიერად იგრძნობენ თავს,რადგან ასეთი ცოდნა უცვლელია.ნუ მისცემთ მათ ისეთ ლიპ რაიმეს,როგორიც ფილოსოფია და სოციოლოგიაა.არ არის საჭირო,რომ ფაქტები ერთმანეთს დაუკავშირონ და დასკვნები გამოიტანონ”. - რეი ბრედბერი (451 გრადუსი ფარენჰეიტით) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“თუ ბედნიერება ტკივილს გარეშე შეუძლებელია,ხოლო სამყარო – იმედგაცრუების გარეშე,მაშინ?.. – რიუნოსკე აკუტაგავა (წყლის კაცების ქვეყანაში)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>