ჭაბუა ამირეჯიბის გენიალური რომანიდან – “დათა თუთაშხია”
“ზოგადკაცობრიული სამართლიანობისა და ზნეობრივი ნორმების დაურღვევლად თანამედროვე სახელმწიფოს კეთილდღეობა გამორიცხულია.მეორე მხრივ,ადამიანთა უმრავლესობამ ხსენებული სამართლიანობა და ზნეობრივი ნორმები თუ არ დაიცვა – სახელმწიფო კი არა,თვით სიცოცხლეც მოისპობა.ცბიერება და ბოროტება,იმპერიის შემთხვევაში,სახელმწიფოს იარაღია,რომლითაც მან საზოგადოებას სამართლიანობისა და სიკეთის ნორმები უნდა აღასრულებინოს”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“წესიერ ოჯახში ერთი თუ გამოვიდა ბოროტი და უხსენებელი,იმ ოჯახის მეორე კაცს არა აქვს უფლება,ერთის ბოროტება მთელი ოჯახისა და მოდგმის სახელად და სალანძღავად აქციოს.ოჯახის სახელი სუფთა უნდა დარჩეს ხალხის და მომავლის თვალში”.
* * *
“კარგი კაცის მტრობის იმდენი ნუ შეგეშინდება,ცუდი კაცის მტრობის გეშინოდეს უფრო”.
* * *
“ეს ქვეყანა ისეა დაწესებული,რომ შენ თუ არ გინდივარ,არც მე მინდიხარ მაშინ!”
* * *
“პატარა კაცის ამბავი მოგეხსენება,ალბათ; დიდი კაცი დააშავებს და პატარას მოხვდება,შენი ბრალიაო.ესეც არ იყოს,კაცის შვილს,ხანდახან,ილია წინასწარმეტყველი რომ ვერ მიხვდება წინასწარ,ისეთი ამბავი მოუწევს.ადამიანი დიდი კაცის ბრძანებით რომ შეცდეს – სამსახური უნდა დაკარგოს და ოჯახი მშიერ-მწყურვალი დაურჩეს? არ გამოდის ცხოვრება ასე.აბა,რა ქნას პატარა კაცმა? რა ქნას და, ისე უნდა წაიყვანოს საქმე,რომ თუ წაიბორძიკა – არ დაეცეს, და დაცემა თუა,ადგომაში თვითონ ის უნდა დაეხმაროს,სარმა ვინც გამოდო”.
* * *
” – ხალხი ხელებია და სტომაქი,ერი – მაღალი ზნეობა და შორსმჭვრეტელობა.ხალხი სულიერსა და ნივთიერ ღირებულებებს ქმნის და ვინაიდან მოთხოვნილება ყოველთვის სჭარბობს შექმნილს,მას აქვს დაუოკებელი მისწრაფება,მთლიანად შთანთქას არა მარტო ის,რაც თვითონ შექმნა,არამედ ისიც,რაც მანამდეა შექმნილი და შთანთქმას გადარჩენილი.ერი ცალკეულ პიროვნებებში თუ მათ ერთობლიობაში განხორციელებული ის მარადისი სულია,რომელიც ნებაყოფლობით კისრულობს მთელი ეთნიკური ორგანიზმის წარსულზე,აწმყოსა და მომავალზე პასუხისმგებლობას.ერი დამაოკებელი,მომწესრიგებელი საწყისია,სულიერ და ნივთიერ საუნჯეთა დამგროვებელი,მცველი.გახსოვთ? – “ცხოვრება სულიერი და ხორციელი სარჩოს მოპოვების პროცესია,ხოლო ზნეობა – ამ პროცესის მომწესრიგებელი ძალა”.ერის ცნებასა და ზნეობის ცნებას შორის ტოლობის ნიშანი ზის”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მიუხედავად იმისა,აღზევებულია ზნეობა,თუ იმდენად დათრგუნვილი,როცა თითო-ოროლა პიროვნების კუთვნილებასღა შეადგენს – იგი მაინც მარად არის.სხვა დანარჩენი – ხან არის,ხან არა”.