რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: 1625 წელს ერთ-ერთმა მეტად გავლენიანმა ფრანგმა სახელმწიფო მოღვაწემ,ახალგაზრდა ფრანგ ჭაბუკს ჭადრაკის თამაში შესთავაზა.მიუხედავად იმისა,რომ ჭადრაკის ფიგურები თეთრი და შავი ფერის იყო,ამ ორთაბრძოლას მაინც წითლებისა და ლურჯების ორთაბრძოლა უწოდეს.საინტერესოა ის გარემოება,რომ აღნიშნული საჭადრაკო პარტია გადადებულ იქნა და მხოლოდ სამი წლის შემდეგ აღიარა გავლენიანმა ფრანგმა სახელმწიფო მოღვაწემ თავისი მარცხი.დაასახელეთ ვის შორის წარიმართა აღნიშნული საჭადრაკო დაპირისპირება და რა ჩინი მიიღო დამარცხებული მაღალჩინოსნისაგან გამარჯვებულმა საჩუქრად? (ავტორი გენია.ჯი)
შეკითხვა მეორე: დაასახელეთ,რას აღნიშნავდა იაპონელ სამურაებში ორი ერთმანეთისაგან უკიდურესად განსხვავებული ქმედება – სინიბანა და სინიჰაძი?
შეკითხვა მესამე: დაასახელეთ,რით ჰგავს ერთმანეთს გენიალური ფრანგი ფილოსოფოსისა და მეცნიერის – რენე დეკარტისა და დიდი ავსტრიელი კომპოზიტორს ფრანც იოზეფ ჰაიდნის სიკვდილისშემდგომი ბედი?
* * * * * * * *
პასუხი პირველი: აღნიშნული საჭადრაკო დუელი გამართულ იქნა კარდინალ რიშელიესა და დარტანიანს შორის.მარცხის შემდეგ,რიშელიემ დარტანიანს სამეფო მუშკეტერების ლეიტენანტის ჩინი მიანიჭა.
პასუხი მეორე: სინიბანა – ღირსეულ სიკვდილს აღნიშნავდა,ხოლო სინიჰაძი – უღირსო სიკვდილს. (ავტორი გენია.ჯი)
პასუხი მესამე: რენე დეკარტისა და ფრანც იოზეფ ჰაიდნის ნაშთების გადასვენების დროს დაკარგულ იქნა მათი – თავის ქალები.