ამონარიდები ო’ჰენრის მოთხრობებიდან…
“გენიოსებს ხშირად არსებობისათვის ბრძოლა უწევთ,სანამ მსოფლიო აღიარებდეს”. – (ალქაჯური პურები)
* * *
“დილა ყოველთვის კურნავს ხოლმე საღამოს მიღებულ მცირედ გულისტკივილს”. – (ბედისწერის გზები)
* * *
“ცოდვის საზღაური ერთია – სიკვდილი.დიდება უფალს”. – (საბრალდებო დასკვნა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“თავგადასავლების ჭეშმარიტი მაძიებელი მზადაა,ამოუცნობ ბედს პირისპირ დაუდგეს,ყოველგვარი წინასწარი მიზნის,მცირედი ანგარების გარეშე.ამის მშვენიერი ნიმუშია უძღები შვილი,რომელმაც მშობლიური სახლისკენ იბრუნა პირი.
თავგადასავლების ფსევდომაძიებლები,თუმც კი გულადი,გამორჩეული პიროვნებები – ჯვაროსნები,გვისრგვინოსნები,მახვილოსნები – ყოველთვის მრავლად იყვნენ და ამდიდრებდნენ ისტორიას,ლიტერატურასა და ისტორიული რომანების გამომცემლებს.
ოღონდაც ყოველი მათგანი რაღაც ჯილდოს ელოდა: პრიზი მიეღო,გოლი გაეტანა,მეტოქე დაეჩაგრა,ტურნირში გაემარჯვა,სახელი მოეხვეჭა,ქონება ეშოვა,ვიღაცისთვის ანგარიში გაესწორებინა.ასე რომ,მათ თავგადასავლების ჭეშმარიტ მაძიებელთა რიცხვს ვერ მივაკუთვნებთ”. – (მწვანე კარი)
* * *
“ბუნება წრეზე ტრიალებს,ხელოვნება – სწორ ხაზზე”. – (წრის კვადრატურა)
* * *
“ნუთუ სიყვარული იმდენად მყიფე რამაა,რომ ეჭვიანობას,რომელიც სწორედაც რომ სიყვარულის დადასტურებაა,შეუძლია მისი დანგრევა?” – (ბედისწერის გზები)
* * *
“როცა ადამიანს უყვარს ხელოვნება,არანაირი მსხვერპლი მძიმედ არ ეჩვენება”. – (სიყვარულის მსახურება)
* * *
“სიყვარული ქალისთვის მსხვერპლთშეწირვას ნიშნავს. და, თუკი იგი მართლა ღირსია,ერქვას ქალი,ვერც ფული და ვერც მდგომარეობა ჭეშმარიტ გრძნობას ვერასოდეს გადასწონის”. – (სფინქსის ვაშლი)
* * *
” – ვაშლს ჩვენს ეპოქაში, – გააგრძელა მოსამართლე ნეფეფიმ, – დაუმსახურებლად მცირე ყურადღება ექცევა.მართლაცდა,ის ისე ხშირად ასოცირდება კულინარიასა და კომერციასთან,რომ კეთილშობილ ხილთა შორის თითქმის აღარც კი მოიხსენიება.არადა,ძველად ასე არ ყოფილა.ბიბლიური,ისტორიული და მითოლოგიური გადმოცემები აღსავსეა იმის მტკიცებულებებით,რომ წარსულში ის ხილეულობის არისტოკრატი გახლდათ.ჩვენ ვამბობთ: “The apple of the eye”,როცა გვინდა რაღაც განსაკუთრებით ძვირფასი დავახასიათოთ.სოლომონის იგავებში ვხვდებით “ვერცხლის ვაშლებთან” შედარებას.არც ერთი სხვა ხის ან,თუნდაც,ვაზის ნაყოფი არ იხმარება ასე ხშირად გადატანითი მნიშვნელობით.ვის არ გაუგია ანდა არ უნატრია “პესპერიდების ვაშლები”? მით უმეტეს,ყველასათვის ცნობილია ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ტრაგიკული მაგალითი,რომელიც ადასტურებს ვაშლის პრესტიჟს უძველეს დროში: მის დაგემოვნებას ხომ ჩვენი უპირველესი მშობლების დაცემა მოჰყვა სიკეთისა და სრულყოფილების მდგომარეობიდან”. – (სფინქსის ვაშლი) – (ავტორი გენია.ჯი)