შტეფან ცვაიგის რომანიდან – “მარიამ სტიუარტი”

“ვისაც ღმერთები დასაღუპავად გასწირავენ,ჭკუასაც აცლიან”.

* * *

“შეურაცხყოფას ყოველთვის თავისი შედეგი მოსდევს – სუსტ ადამიანსაც სიმტკიცეს მატებს”.

* * *

“არ შეიძლება სიყვარულის განსჯა ან გამართლება,ვით ავადმყოფისა.იქნებ,როცა მას აღწერ,ყოველ წუთს გაოცებდეს,თრთოდე სტიქიის იმ მუდმივი ძალის წინაშე,რომელიც ზოგჯერ მოულოდნელად იფეთქებს ხოლმე ადამიანში,როგორც ბუნებაში.ამგვარი დაძაბული გზნება ადამიანის ნებას არ ემორჩილება,მთელი თავისი გამოვლინებებითა და შედეგებით სცილდება მისი შეგნებული ცხოვრების საზღვრებს,ბობოქრობს გრძნობის მიღმა.გზნებით შეპყრობილ ადამიანს მორალური საზომით რომ მიუდგე,ისეთივე სისულელა,როგორც ის,რომ ქარიშხალს სასჯელი დავადოთ ან ვულკანს პასუხი მოვთხოვოთ”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ყოველი,რაც ადამიანს განუცდია და უგემია გატაცებისას,სინამდვილედ მხოლოდ ჭეშმარიტი სიყვარულისას იქცევა”.

* * *

“უბედური სულელი ისეთი ბედნიერია,რომ არც კი სჯერა თავისი ბედნიერების”.

* * *

“სუსტი ადამიანი ადვილად ენდობა და დაიჯერებს,ამპარტავანი ადვილად წარმოიდგენს,რომ უყვართ”.

* * *

“თუ ერთხელ დაკარგავ ნებისყოფას,ვეღარ აირჩევ საკუთარ გზას.მხოლოდ სხვისი მორჩილება და სამსახური შეგეძლება”.

* * *

“თვით ბეთჰოვენის დრომდე მუსიკოსები,თუნდაც ნახევრად ღმერთები ყოფილიყვნენ,თავადების შინაყმებად ითვლებოდნენ.თვით ვოლფგანგ ამადეი მოცარტი და ჭაღართმიანი ჰაიდნი,თუმცა მათი სახელები მთელ ევროპაში გრგვინავს,ბატონთა სუფრას კი არ უსხდნენ,მეჯინიბეებთან და მსახურებთან ცარიელ ფიცარზე შეექცეოდნენ”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ისე საშიში არ არის,როცა მბრძანებელი სძულთ,საშიშია,როცა ყველა აითვალწუნებს”.

* * *

“სიყვარულს ბევრი რამ შეუძლია.მას შეუძლია ადამიანს არნახული,ზეადამიანური ენერგია მისცეს.ყველაზე გულგრილს ტიტანური ძალა შემატოს,დაარღვევინოს დაკანონებული ზნეობის ყველა ნორმა და ფორმები,დანაშაული ჩაადენინოს.მაგრამ ასევე სხვა თვისებაც გააჩნია: სტიქიური აფეთქების შემდეგ ვნების ცეცხლი,თითქოს გამოიფიტაო,ცხრება და ქრება.ნამდვილი დამნაშავისაგან ამით განსხვავდება ის,ვისაც ვნება,აფექტი დანაშაულს ჩაადენინებს.შემთხვევითი დამნაშავე,ვისაც დანაშაულს სიყვარული ადენინებს,ძალას იკრებს თვით მოქმედებისთვის და იშვიათად თუ აფიქრებს მისი შედეგი.მოქმედებს აღგზნებით,ბრმად მიისწრაფვის განზრახულის შესრულებისკენ,მთელ თავის სულიერ ძალებს ერთადერთ მიზანს სწირავს; და როგორც კი მიაღწევს ამ მიზანს,მისი ენერგია თითქოს იშრიტება,კარგავს სიმტკიცეს,ჭკუას,სიბრძნეს,მაშინ,როცა გულგრილი,ანგარიშიანი დამნაშავე უჩვეულო გაქნილობით ცდილობს შეებას გამომძიებელსა და მოსამართლეებს მძიმე ორთაბრძოლაში არა თვით საქმისთვის,როგორც ეს მათ სჩვევიათ,ვისაც სიყვარული ადენინებს დანაშაულს,შემდგომ საკუთარი თავის დაცვისათვის იყენებს თავისი სულიერი ძალების მაქსიმუმს”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>