რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: აღორძინების ხანის ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი – მიშელ დე მონტენი (1533-1592 წლები),ერთობ მოხიბლული გახლდათ იმ მანდილოსნებით,რომლებიც ტანისამოსის (პირობითად) “იქს” ნაწილს ატარებდნენ.ასეთ მანდილოსნებს იგი რომაელ გლადიატორებსა და ქრისტიან წამებულებსაც კი ადარებდა.დაასახელეთ,ქალის ტანისამოსის რომელი ნაწილით იყო მონტენი მოხიბლული? (ავტორი გენია.ჯი)
შეკითხვა მეორე: წმინდა იერონიმი ამტკიცებდა,რომ “საშინელი სამსჯავროს” ჟამს,იესო ქრისტე “ასეთ” ქალებს ვერ იცნობდა და მათ ჯოჯოხეთში გაგზავნიდა.დაასახელეთ,როგორი ქალები ჰყავდა მხედველობაში წმინდა იერონიმს?
შეკითხვა მესამე: დაასახელეთ იმ ადამიანის (დრამატურგის) ვინაობა,რომლის შესახებაც დიდი ფრანგი მწერალი,პროზაიკოსი და ლიტერატურული კრიტიკოსი – ფრედერიკ ბეგბედერი ამბობდა: “ის სისხლს სწოვს თანამედროვე თეატრს”.
* * * * * * * *
პასუხი პირველი: კორსეტი (ქალის ტანისამოსის ნაწილი).
პასუხი მეორე: იმ მანდილოსნების შესახებ,რომლებიც მოიხმარდნენ კოსმეტიკასა და მაკიაჟს. (ავტორი გენია.ჯი)
პასუხი მესამე: ეჟენ იონესკო (რუმინული წარმომავლობის მქონე ფრანგი დრამატურგი და აბსურდის თეატრის ფუძემდებელი).