“სიბრძნის წუთი”
ერთი უმდიდრესი ბიბლიოთეკის მფლობელმა მეფემ თავის მწიგნობართუხუცესს სთხოვა,შეერჩია მისთვის წასაკითხად ის წიგნები,რომელნიც მას სიბრძნეს აზიარებდა.სწავლულმა მეფის ბრძანება უმალვე შეასრულა.მის მიერ შერჩეულმა წიგნებმა კი უამრავი თარო შეავსო.ზარმაც მეფეს,ემცხეთა ესოდენ ბევრი წიგნების წაკითხვა და მწიგნობართუხუცესს სთხოვა,გაენახევრებინა შერჩეული წიგნები და წასაკითხად მხოლოდ აუცილებელი ლიტერატურა დაეტოვებინა.ბიბლიოთეკა კვლავ განახევრდა,მაგრამ დარჩენილი წიგნების წაკითხვაც ათეულ წლებს მოითხოვდა.ხელმწიფისვე თხოვნით კვლავ შეამცირა სწავლულმა ბიბლიოთეკის ფონდი,თუმცა კითხვასთან მწყრალად მყოფმა განმგებელმა ეს პროცესი იმდენად დიდხანს გააგრძელებინა,სანამ თაროზე ერთადერთი წიგნი არ დარჩა,ეს იყო ბიბლია.
ასეთი დიდი მოცულობის მქონე წიგნის წაკითხვა მეფეს კვლავ დაეზარა და მწიგნობართუხუცესს სთხოვა: “რაკი ამ წიგნში მთელი ქვეყნის სიბრძნეა გადმოცემული,ნუღარ გამაწვალებ,რაც აქ წერია,დავჯდეთ და ყველაფერი თვითონ მიამბეო”.
” – ხელმწიფევ, – მიუგო მეფის სიზარმაცით განაწყენებულმა სწავლულმა, – არამცთუ ამ წიგნში,არამედ მთელს შენს უზარმაზარ ბიბლიოთეკაში დაგროვილ ტომეულებში რაც კი წერია,ყველაფერი ამის თქმა სულ რამდენიმე სიტვით შეიძლებაო”, და იქვე ლაკონურად განმარტა: “ადამიანები იბადებიან,იზრდებიან,უყვართ,სძულთ და იხოცებიან”. (ავტორი გენია.ჯი)