ლუიჯი პირანდელოს ნოველიდან – “მზე და ჩრდილი”
“არავის არა აქვს მოპარვის უფლება,ვიცი,მაგრამ თუ ვალდებულებები გაქვს ოთხი ბავშვის წინაშე,რომელნიც ტირიან,შიათ,პურიც კი არ გააჩნიათ,შენ კი ფული ხელში გიჭირავს და ითვლი.საზოგადოება უფლებას არ გაძლევს,მაგრამ ვალდებული ხარ,ასეთ შემთხვევაში მოიპარო.მე კი ორჯერ მამა ვარ იმ ოთხი უცოდველისთვის.მე თუ მოვკვდები,აღარ ვიქნები,მერე რას იზამენ? ქუჩაში გავლენ სამათხოვროდ? არა,ბატონო ინსპექტორო,ჯობია,ჩემთან იტირონ. და თუ თქვენ,ბატონო ინსპექტორო,ქვის გული გაქვთ,მაშინ,კი ბატონო,გამგზავნეთ მოსამართლის წინაშე,მინდა ვნახო,ნამუსი თუ ეყოფათ,რომ მომისაჯონ.ადგილს დავკარგავ? არა უშავს,სხვას ვიშოვი,ბატონო ინსპექტორო! იმის იმედი კი არ გქონდეთ,რომ მე ამ წყალში გადავარდები! ახლა ახალ თევზს ვიყიდი და სახლში წავიღებ,ჩემს შვილებთან ერთად შევჭამ!” (ავტორი გენია.ჯი)