რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსი – არისტოტელე,საკუთარ მოსწავლეებს აიძულებდა,გაკვეთილების მიმდინარეობისას ხელში ჰკავებოდათ სპილენძის ბურთულა,ხოლო მაგიდაზე კი დაედგათ სპილენძისვე თეფში.დაასახელეთ,რა იყო ამის მიზეზი?
შეკითხვა მეორე: რუსული საჭადრაკო სკოლის ფუძემდებელმა და XIX საუკუნის ერთ-ერთმა უძლიერესმა რუსმა მოჭადრაკემ – მიხაილ ჩიგორინმა,სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე ერთი ისეთი საქციელი ჩაიდინა,რომელმაც ყველას აფიქრებინა,რომ იგი ჭკუაზე შეიშალა.საყურადღებოა ის გარემოება,აღნიშნული საქციელის ჩადენის გამო,იგი ცნობილმა ებრაელმა მოჭადრაკემ ლეონიდ იუდასინმა,ერთ-ერთი რუსული ლიტერატურის კლასიკოსსაც კი შეადარა.დაასახელეთ რა საქციელი ჩაიდინა მიხაილ ჩიგორინმა სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე? (ავტორი გენია.ჯი)
შეკითხვა მესამე: ამერიკელი მედიკოსები “მას” – “კისრის კრუნჩხვებად” მოიხსენიებენ.დაასახელეთ რას უწოდებენ ამერიკელი ექიმები “კისრის კრუნჩხვებს”?
* * * * * * * *
პასუხი პირველი: იმ შემთხვევაში,თუკი მოსწავლეს გაკვეთილის მიმდინარეობისას ჩაეძინებოდა,ხელიდან გაუვარდებოდა სპილენძის ბურთულა,რომელიც თავის მხრივ მოსწავლის მაგიდაზე დადებულ სპილენძისვე თეფშში ჩავარდებოდა,რაც რაღა თქმა უნდა სპეციფიკურ ხმას გამოსცემდა.ხმის გამოცემა კი მოსწავლეს ძილის გაგრძელების საშუალებას აღარ აძლევდა. (ავტორი გენია.ჯი)
პასუხი მეორე: მიხაილ ჩიგორინმა დაწვა თავისი უსაყვარლესი ჭადრაკის კომპლექტი,რომელსაც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში განსაკუთრებით უფრთხილდებოდა (ნიკოლოზ გოგოლმა კი თავისი უკვდავი ნაწარმოებები მისცა ცეცხლს და სწორედ ამიტომ შეადარეს იგი რუს კლასიკოს მწერალს).
პასუხი მესამე: ასე მოიხსენიებენ ამერიკელი მედიკოსები – ხვრინვას.