ჟან კასუს რომანიდან – “პარიზის სისხლისღვრა”

“მიეცით ბისმარკს გასაქანი, და ხვალვე დაინახავთ,რას ნიშნავს თავისი ქვეყნის სიყვარული,პრუსიული პატრიოტიზმი.თუ გინდათ სიცოცხლე შეინარჩუნოთ,საფრანგეთი პრუსიულად უნდა გიყვარდეთ.მაშინ სამართლის ძიებას არ დაიწყებდით,რომ ევროპაში დაგემყარებინათ თავისუფლება,ძმობა და თანასწორობა.აღარ იქნებოდით ერთა განთავისუფლების იდეის თავგამოდებული დამცველი.იომებდით მხოლოდ ომისათვის,რადგან ფრანგები ხართ,ამქვეყნად გარდა ფრანგებისა ვერავის აიტანდით და მხოლოდ ერთი მიზანი გექნებოდათ: სხვა ხალხების გაჟლეტა.აი ნამდვილი,ერთადერთი პატრიოტიზმი.სხვა პატრიოტიზმი გერმანელებმა არ იციან.ეს კარგად ვიცი მე,რომელიც ჯერ კიდევ გერმანიის ნაფლეთი ვარ! დიახ,მეც შემიპყრობს ხოლმე ეს ციებ-ცხელება,(თუმცა გერმანელებმა განმდევნეს,) სამშობლოს სევდა და რკოს ჭამის შმაგი სურვილი.გერმანელთა ტყის რკოსი! ეჰ,ჩემო მეგობრებო,თუ რკოთი ნაკვები ხართ,გაგიძნელდებათ ჩაიხშოთ ფორთხვის სურვილი.ან თქვენ,ფრანგებიც,რატომ დაოთხილი არ დადიხართ? მეზობელი გიწვევთ და თქვენს საზღვრებს იქით ღრუტუნით გადაკოტრიალ-გადმოტრიალდება.დაგიჩემებიათ,პროგრესს,ცივილიზაციასა და საერთოდ სინათლეს ჩვენ უნდა მივუძღოდეთო.კიდევ ერთხელ გეკითხებით: პირმოთნეები ხართ თუ ჩერჩეტები? იცით,თუ ყველაფერს ავწონ-დავწონი,ვრწმუნდები,რომ პირმოთნეები ხართ.დიახ,ევროპაში ამბობენ,რომ თქვენ მატყუარა ერი ხართ.აი,რა მოიგეთ,იდეალს რომ გამოედევნეთ.შეუძლებელია ორი ბატონის მსახური იყო.როდესაც თითოეული ერი ნაციონალიზმის ყველაზე შმაგ მდგომარეობას მიაღწევს,მაშინ თქვენი ტყუილები მთელი მსოფლიოს ზიზღს გამოიწვევს.საფრანგეთის ხსენებაზე იგი ცხვირზე ხელს მოიჭერს; თქვენც,როგორც სხვები,გააფრთდებით,მიუხედავად იმისა,რომ ბევრს ყბედობთ გონებაზე,თავისუფლებსა და სამართლიანობაზე.როდესაც თავით ფეხამდე შეიარაღებლნი კვლავ ალაპარაკდებით გონებაზე,თავისუფლებასა და სამართლიანობაზე,ზიზღით ზურგს შეგაქცევენ და გადააფურთხებენ.ჩვენ კი,გერმანელებს,გვინდა ამიერიდან ისეთ ადამიანებად ჩაგვთვალონ,როგორიცა ვართ; პატიოსან,უბრალო და მართალ ადამიანებად.ჩვენთვის კი მხოლოდ ერთი ჭეშმარიტებაა: გერმანული ტყე,შიგ ქოხი,ველური ხალხი,რომელიც ტორის (გერმანელთა ომის ღმერთი – ავტორი გენია.ჯი) უროს ატრიალებს.ყოველივე სხვა დანარჩენი,ყოველივე,რაც თქვენ ჩვენში გიყვართ,ჩვენი პოეტები,მუსიკოსები,ყველაფერი არარაობაა,მერწმუნეთ.ჩვენ ვცნობთ მხოლოდ ისეთ პროგრესს,რომელიც შეიძლება ომის ტექნიკას გამოადგეს.სამშობლოს არ სჭირდება არც ფილოსოფოსები და არც რაიმე ახლის შემოღება.ჩვენთვის,გერმანელებისთვის,ახლის შემოღება არის ველშების (პირველადი სახელი კელტებისა გალიაში – ავტორი გენია.ჯი) დაცემის ნიშანი,საზიზღარი გავლენა,,რომელიც ნერვებს გვიშლის.ამისგან უნდა დავიცვათ ძველგერმანული ქველობა.ეს კი თქვენთვის უნდა იყოს მომაკვდინებელი ანაორთქლი,რომელსაც პრუსია მოსაწამლავად გიგზავნით.არა,სამშობლო თავის წარსულთან უნდა იყოს დაკავშირებული და ამის გარეშე ყველაფერი დაამსხვრიოს.თქვენ კი,ფრანგებო,ეცადეთ შეიგნოთ: პრუსიას კი არ ეზიზღებით,მას მხოლოდ თქვენთან ბრძოლა სწადია.მაგრამ გემუდარებით,თუ თქვენც გინდათ ომი,ეომეთ წმინდა გულით და არა თავისუფლებისა,ან პოლონეთისათვის,ან კიდევ,რა ვიცი რისთვის.აწარმოეთ ომი ომისათვის.წმინდა პატრიოტიზმის  გამო.თქვენც მებრძოლი ხალხი ხართ.თქვენც იცით ბრძოლა.მერე? გარწმუნებთ,რომ პრუსიელი გენერლები მზად არიან პატივი სცენ თქვენს გენერლებს,ისინი თვის სწორად ან მასწავლებლად მიიჩნიონ. და თქვენი ნაპოლეონი რომ რევოლუციური იდეებით არ ყოფილიყო შეპყრობილი,სათქმელი არაფერი გვექნებოდა,ნაპოლეონისაგან დამარცხება გერმანელებისათვის სიხარული იქნებოდა,სამაგიეროსაც მოგიზღვავდნენ.ამისათვის კიდეც ემზადებიან.მაგრამ იყავით გულწრფელი! ისარგებლეთ შემთხვევით.მერე ეს რა უბრალო რამ არის! აღარ გექნებათ ეჭვები,არც სინდისის ქენჯნას იგრძნობთ,არც მღელვარებას.

საფრანგეთი მეომარი ქვეყანაა,გერმანიაც ასეთია.ისტორია შეიძლება იყოს მხოლოდ დაუსრულებელი ომი ამ ორ დიდ,კეთილშობილ,გმირულ და წმინდა ტომს შორის.თქვენ აზრად მოგივათ რკინიგზის გაყვანა,იგი სასწრაფოდ გააკეთეთ; რკინიგზა შეიძლება ჯარის გადასაზიდად გამოგადგეთ,ღრმად ჩაუფიქრდით,გულწრფელად თქვით,განა ყოველთვის მაღალი მიზნისათვის ომობდით? მექსიკაში თქვენი წასვლა განა მაღალმა მიზანმა გამოიწვია? თქვენ კარგად ხედავთ.თქვენი იაკობინელობა განზე გადასდეთ.იყავით კარგი ფრანგები პრუსიულად,ძველი ფრანგები.ამისათვის ყველაფერი გაქვთ,რაც საჭიროა: მორალი,ტრადიცია,ტრიუმფის თაღები,ლეგენდები.თქვენც გყავთ ჯარში დაქირავებული,სიკვდილის ჰუსარები,თეთრი ბეგთაროსნები.თავი ანებეთ ლიტერატურას,ფიზიკას,მეტაფიზიკას,ყველაფერს,რაც ომს გავიწყებთ,ყველაფერს,რაც სამშობლოს გავიწყებთ.იმღერეთ მხოლოდ გმირული ჰიმნები,რომლებიც მეომრებს ბრძოლისათვის აღანთებენ.აღარ მინდა ამ “მშვიდობიანობის მარსელიოზის” გაგონება,არც ეს სასაცილო ელეგიები,რომლებიც ბუნებით მეომარ ხალხს არ შეშვენის.ყველაფერი ეს თაღლითობაა,გეუბნებით,ან უდიდესი ღალატი.თქვენ პატიოსნების გრძნობა გქონდეთ,განათლებული პატრიოტები რომ იყვეთ,ლამარტინს ჩამოახრჩობდით.მაშ გამოტყდით,რომ ომი გიყვართ! მაშ თქვენ გერმანიაც გიყვართ,ეს ძვირფასი,მარადუცვლელი მოქიშპე.მაშ ასე: მხოლოდ და მხოლოდ გერმანიაზე იფიქრეთ,გძულდეთ იგი,მიჰბაძეთ მას.რატომ თქვენც არა გაქვთ ანტისემიტიზმი? რატომ თქვენც არა ფიქრობთ ებრაელების ამოჟლეტას? რატომ,გეკითხებით,უვარგისო პატრიოტებო,ცერცეტა უგუნურო ფრანგებო?

- ესეც შეიძლება მოხდეს, – თქვა სიფრელენმა, – ამაზეც ფიქრობენ.

- გისურვებთ ამაზედაც იფიქროთ! – წამოიძახა კინდენმა.გულზე ხელი დაიკრა,პირს დორბლი მოადგა. – არც ის ვარგა: იმდენად ეძლევით თავდავიწყებას,რომ აქ ჩემნაირ უცხოელებს იღებთ,მზად ხართ მთელი მსოფლიო გულში ჩაიხუტოთ.საფრანგეთმა მსოფლიოსთან ყოველგვარი ურთიერთობა უნდა გასწყვიტოს.საფრანგეთმა თავისი თავის გარდა არავინ არ უნდა სცნოს.საფრანგეთი და გერმანია! აი,დახურული ასპარეზი! ეჰ! მე თქვენ გასწავლით,რა არის სამშობლო.ეჭვიანი ქალღმერთი,კართაგენის ქალღმერთი,რომლის გაუმაძღარი სტომაქი განუწყვეტლად უნდა ივსებოდეს! დაბოლოს,ძარღვებში სისხლი გაქვთ,მთვარის შუქი,თუ გეომეტრიის აქსიომები? მაგრამ,არა,მე არა ვცდები: თქვენ ომი გიყვართ,აკი დაგვიმტკიცეთ.თქვენც იცით სხვებივით ქვეყნების აოხრება,სოფლების გადაბუგვა,ხალხის აწიოკება.თქვენ გიყვართ სისხლი,სისხლი! დიდი ხალხი ხართ,დიდ ხალხებს კი სისხლი უყვართ.მაშ ასე,დაიწყეთ ომი და კარგადაც იომებთ!” (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>