რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: ერთ დღეს ისლანდიური წარმომავლობის მქონე გენიალურმა ამერიკელმა მოჭადრაკემ – ბობი ფიშერმა,თავის კოლეგას შემდეგი სახის ტელეგრამა გაუგზავნა: “კოლეგავ,გილოცავ სწორი სვლის გაკეთებას”.დაასახელეთ,რომელ ცნობილ მოჭადრაკეს გაუგზავნა ფიშერმა აღნიშნული ტელეგრამა და რა ჰქონდა მას მხედველობაში “სწორი სვლის” გაკეთებაში? (ავტორი გენია.ჯი)
შეკითხვა მეორე: დაასახელეთ,სურათზე გამოსახული სკანდინავიური ჯვრის გამოსახულების მქონე 1965 წელს შემუშავებული და 2005 წელს ოფიციალურად დამტკიცებული დროშა,რომელი არქიპელაგის სიმბოლიკაა?
შეკითხვა მესამე: გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ერთობ პოპულარული ლოზუნგი გახლდათ: “როგორც დღეს ვმუშაობთ ჩვენ,ისევე ვიცხოვრებთ ხვალ”.ერთ-ერთმა გერმანულმა იატაქვეშა ორგანიზაციამ დაამზადა კარიკატურა,სადაც აღნიშნული ლოზუნგის ქვემოთ გამოსახული გახლდათ ერთ-ერთი სახეობის პატარა ფიზიკური მონაცემების მქონე ცხოველი.დაასახელეთ,რომელი?
* * * * * * * *
პასუხი პირველი: აღნიშნული ტელეგრამა ფიშერის მიერ გაგზავნილი იქნა ებრაული წარმომავლობის მქონე სსრკ-სა და შემდგომ შვეიცარიის მოქალაქისა და დიდი მოჭადრაკის – ვიქტორ კორჩნოისადმი.მას “სწორ სვლაში” მხედველობაში ჰქონდა კორჩნოის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაეტოვებინა საბჭოთა კავშირი და საცხოვრებლად დასავლეთ ევროპაში გადასულიყო. (ავტორი გენია.ჯი)
პასუხი მეორე: შოტლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე და მის შემადგენლობაში არსებული არქიპელაგის – შეტლანდის კუნძულების დროშა.
პასუხი მესამე: “თხუნელა” – როგორც სიმბოლო “ბერლინის კედლის” ქვემოთ განთავსებული გვირაბებისა.