საფარმურატ ნიაზოვი (თურქმენბაში) – “ეპიზოდი”
ცენტრალურ აზიაში მდებარე თურქმენეთის აწ გარდაცვლილმა “თურქმენბაშად” წოდებულმა “მუდმივმა პრეზიდენტმა” – საფარმურატ ნიაზოვმა (1940-2006 წლები),რომელიც მეტად “ორიგინალური” გადაწყვეტილებებით გამოირჩეოდა,თავისი ქვეყნის მოქალაქე მამაკაცებს კატეგორიულად აუკრძალა წვერ-ულვაშის ტარება,ხოლო მანდილოსან თურქმენ ტელეწამყვანებს კი ყოველგვარი მაკიაჟის გაკეთება და შესაბამისად,კოსმეტიკის გამოყენებაც.აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ იგი ამბობდა: “თურქმენი ქალბატონები იმდენად ლამაზები არიან,რომ მათ მაკიაჟის გაკეთება ნამდვილად არ სჭირდებათო”.გარდა ამისა,მის ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ გადაწყვეტილებად მიჩნეულია ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა საავადმყოფოს დახურვა,გარდა დედაქალაქ აშხაბადში არსებული საავადმყოფოებისა.იგი მიიჩნევდა,რომ თითოეული თურქმენი ვალდებული იყო საკუთარი ქვეყნის დედაქალაქი,ცხოვრებაში,თუნდაც ერთხელ მაინც ეხილა.რეგიონებში დახურული საავადმყოფოების გამო,ქვეყნის მოსახლეობა ავადმყოფობის შემთხვევაში იძულებული ხდებოდა აშხაბადში მდებარე საავადმყოფოებს სწვეოდა.შესაბამისად,ისინი ამ დროს ნახულობდნენ კიდეც თავიანთი ქვეყნის დედაქალაქს. (ავტორი გენია.ჯი)