უილიამ შექსპირი – “სონეტი XLII”
ის რომ შენია,ახლა ამას სულაც არ ვნაღვლობ,
შენ რომ მისი ხარ,ამით მინგრევს გული საგულეს,
ის მეც მიყვარდა _ ვამბობ ამას და შენც გაგანდობ,
რომ დავემსგავსეთ სიყვარულით გზადაკარგულებს.
* * *
შენ რომ ის გიყვარს,ალბათ,ესეც ჩემი ბრალია,
ვერ შევაყვარე თავის მას და შენსკენ გზას იგნებს,
ქალს რა მოვკითხო,თუკი ჩემზე შემომწყრალია,
ჩვენ კი ერთმანეთს,მეგობარო,დაგვაკარგვინებს.
* * *
შენი დაკარგვით ძღვენს მივართმევ ჩემს ყოფილ სატრფოს,
მას რომ დავკარგავ,შენ შეიძენ ამით სარგებელს,
თქვენ რომ ერთმანეთს მოიპოვებთ,დამტოვებთ მარტოს
და უთქვენობა,ვინ რა იცის,რას შემაგებებს.
* * *
მაგრამ მე და შენ ჯერ ერთნი ვართ _ ესეც იცოდე! _
და ვინც შენ გიყვარს,მეც მეკუთვნის მისი სიცოცხლე.