რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: ადამიანმა,რომელმაც “ამ” გენიალური ტილოს შეკვეთა მისცა,საბოლოოდ უარი განაცხადა მასში ფულის გადახდაზე,რადგან არ მოეწონა.სურათის დახატვიდან ათი წლის შემდეგ “იგი” 4 000 ეკიუდ შესყიდული იქნა საფრანგეთის მეფის ფრანსუა I-ის მიერ,რის შემდეგაც გადაიტანეს ფონტენბლოს ციხე-სიმაგრეში.მოგვიანებით აღნიშნული ტილო ნაპოლეონ I ბონაპარტს ტიულრის სასახლეში განთავსებულ თავის საძინებელში ჰქონდა დაკიდებული.საინტერესოა ის გარემოება,რომ ხელოვნების ეს უნიკალური ქმნილება თავისი არსებობის მანძილზე ოთხჯერ გახდა ვანდალური თავდასხმის ობიექტი.დაასახელეთ,რომელი იტალიელი ვირტუოზი მხატვრის “შედევრ” სურათზეა საუბარი? (ავტორი გენია.ჯი)
შეკითხვა მეორე: ვლადიმერ ლენინი პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს მიერ “მის” საჯარო გაყიდვაში ჩაშვებას.სტალინი 1924 წელს აცხადებდა,რომ ჯობდა “მას” დანებებოდნენ,ვიდრე იგი უცხოური კაპიტალის მონობაში მოხვედრილიყო. 1925 წელს,ცენტრალურმა კომიტეტმა სტალინის მოსაზრება გაითვალისწინა და “ის” საჯაროდ იქნა გაყიდვაში ჩაშვებული.დაასახელეთ,რა იქნა ჩაშვებული 1925 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ გაყიდვაში?
შეკითხვა მესამე: ირანის პრეზიდენტის მრჩეველმა კულტურის საკითხებში,”ამ” შესანიშნავ ამერიკულ მხატვრულ ფილმს – “ირანული კულტურის წინააღმდეგ მიმართული ამერიკული ფსიქოლოგიური ბრძოლის ნაწილი უწოდა”.დაასახელეთ,რომელ ამერიკულ მხატვრულ ფილმს გულისხმობდა ირანელი სახელმწიფო ჩინოვნიკი?
* * * * * * * *
პასუხი პირველი: ლეონარდო და ვინჩის გენიალური ქმნილება – “მონა-ლიზა” (ჯოკონდა).
პასუხი მეორე: 40 გრადუსის მქონე არაყი.
პასუხი მესამე: დიდი ამერიკელი კინორეჟისორის – ზაკ სნაიდერის მიერ 2007 წელს გადაღებული მხატვრული ფილმი – “300 სპარტელი”,სადაც სპარსი დამპყრობლები ძალიან ნეგატიურად არიან წარმოჩენილნი. (ავტორი გენია.ჯი)