მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – „არსენა მარაბდელი”
„ – ერთი მითხარი, რა უფრო გეტკინა, ჯოხი თუ გაშიშვლება? ხაბაზს ეს სიტყვა ეუცხოვა.
- რა ტკმა უნდა, ჯოხი. ხვალ შენც გაგაცვინეს და მაშინ ნახავ.
არსენა შეკრთა და უარესად გაფითრდა…
- თუ ხვალამდე დავაცდევინე, მირჩევნია ორმოცის ნაცვლად ასი დამკრან, თუნდაც ორასი, ოღონდ ნუ გამაშიშვლებენ, თორემ… – და გაჩუმდა.
- შე კაი კაცო, გაშიშვლებამ მაგრე როგორ შეგაშინა? – გაოცდა კარპიჩა.
- შემაშინა, რუსო, ძალიან შემაშინა. ვაჟკაცისათვის გაშიშვლებას თავის მოჭრა სჯობია. სირცხვილია ჩემო კოჭლო, სირცხვილი კი ჯოხზე უფრო მწვავეა. გაიგე?”
P.S. ვერაფერიც ვერ გაიგო შიშვლად ახლად გაროზგილმა და სხვანაირ ყაიდაზე აღზრდილმა (ეროვნებით რუსმა) კარპიჩამ. იგი გაოცებული დარჩა ქართველი კაცის, მისთვის ერთობ უცნაური „ფილოსოფიით”. კარპიჩამ რაღა თქმა უნდა არ უწყოდა, რომ ქართველი კაცისათვის – სიშიშვლე იმთავითვე ტკივილზე უფრო მძიმე სირცხვილი იყო. (ავტორი გენია.ჯი)