ჯონ ჰოიერ აპდაიკის რომანიდან – “ისთვიქელი ალქაჯები”
1. “ჩვენ ყველანი ვოცნებობთ მომავალზე და იმავდროულად შეძრწუნებული ვდგავართ საკუთარი სიკვდილის გამოქვაბულის შესასვლელთან. ჯოჯოხეთის შესასვლელთან”.
* * *
2. “სხვისი ცხოვრებით ვერავისთვის იცხოვრებ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. “ყველაფერი, რაც სოლიდური და მნიშვნელოვანია, არსებითად ქიმერაა და გრძნობათა აღტკინებას ვერაფერი შეედრება”.
* * *
4. “მდიდრები ყოველთვის ასე იქცევიან. ფულს ასხედან და პროცენტებს იღებენ”.
* * *
5. ”ღმერთო ჩემო, უბედურება ისაა, რომ, როცა ახალგაზრდა და ლამაზი ხარ, არავინაა, ვინც ამის ჯეროვნად შეფასებაში დაგეხმარება”.
* * *
6. “თანამედროვე მეცნიერების მიღწევების მიუხედავად, ხალხი კვლავაც ცრურწმენათა ტყვეობაში რჩება”.
* * *
7. “არსებობს ისეთი ბოროტება, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. მისი მოთმენა ან პატიება არ შეიძლება, არც მისი ახსნაა საჭირო. სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ანთროპოლოგია – თანამედროვე გონების ამ ქმნილებებმა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არაფერი არ უნდა შეარბილონ”.
* * *
8. “ნებისმიერი სიკვდილი ნაწილობრივ შენი სიკვდილიცაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
9. “ჩვენ დაუსრულებლად, დაღამებამდე შეგვიძლია ვისაუბროთ წამების მეთოდებზე, რომლებსაც ადამიანები ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებდნენ ამა თუ იმ რელიგიის წმინდა დროშის ქვეშ”.
* * *
10. “ჭეშმარიტება წარსული სიძნელეების შესახებ სარდაფებშია ჩამარხული, ძველი ქაღალდებით სავსე ყუთებში, რომლებიც ამ მოკლე დროშიც კი ნაწილობრივ შლამით დაიფარა და არავის აინტერესებს. საინტერესო მხოლოდ ისაა, რასაც ჩვენი მეხსიერება ინახავს, კვალი, რომელიც ჩვენი ცხოვრებისგან რჩება”.