რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: ერთ-ერთი ცნობილი და პოპულარული სავაჭრო ბრენდის სახელწოდების წარმომავლობის შესახებ გავრცელებულია ვერსია,რომლის თანახმადაც, 1819 წელს,სამხრეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქვეყანა – კოლუმბიას,დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიზნით ეწვია შვეიცარიის ელჩი.ამბობენ,რომ აღნიშნული ვიზიტის დროს,ულამაზესმა კოლუმბიელმა ქალმა შვეიცარიელ ელჩს გასაოცარი არომატის მქონე ყავა დაალევინა.ვიზიტის დასასრულს,დიდი კოლუმბიის (ასე მოიხსენიებდნენ 1819-1831 წლებში თანამედროვე კოლუმბიის,ვენესუელის,პანამისა და ეკვადორის ტერიტორიებს) პრეზიდენტმა სიმონ ბოლივარმა ელჩს ჰკითხა,თუ რას ისურვებდა ელჩი მიეღო მისგან საჩუქრად,რაზეც შვეიცარიელმა დიპლომატმა უმალვე ის ყავა გაიხსენა,რომელიც ახალგაზრდა კოლუმბიელმა ქალმა დაალევინა.სიმონ ბოლივარმა,რაღა თქმა უნდა სიტყვა შეასრულა და მას სამშობლოში აღნიშნული ყავის საკმაოდ დიდი პარტია გაატანა.სწორედ აქედან იღებს სათავეს ესოდენ ცნობილი ყავის სავაჭრო ბრენდი თავის სახელწოდებას.დაასახელეთ,რომელი სავაჭრო ბრენდის შესახებ არის გავრცელებული ზემოაღნიშნული ვერსია? (ავტორი გენია.ჯი)
შეკითხვა მეორე: 1930-იანი წლების დასასრულს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე გამართულ ერთ-ერთ ბრძოლაში დაიღუპა გაერთიანებული სამეფოს 19 წლის კაპრალი.მისი გარდაცვალებიდან 66 წლის გასვლის შემდეგ,ისრაელში მდებარე ქალაქ რამლაში განთავსებული ბრიტანელი კაპრალის საფლავს უამრავი მომლოცველი მიაწყდა და იგი ქალაქის ღირშესანიშნაობის ოფიციალურ სიაშიც კი იქნა შეტანილი.რამლას სასაფლაოს ზედამხედველი თავდაპირველად ვერ ხვდებოდა თუ რითი იყო ეს აჟიოტაჟი გამოწვეული,თუმცა მოგვიანებით მას აუხსნეს,რომ აღნიშნულ საფლავზე დაკრძალული იყო საყოველთაოდ ცნობილი ის ადამიანი,რომლის შესახებაც დაწერილი იყო მრავალი წიგნი და გადაღებული იყო მრავალი ფილმი.დაასახელეთ,ვისი საფლავი გახდა ისრაელის ქალაქ რამლაში ესოდენ დიდი აჟიოტაჟის გამომწვევი მიზეზი?
შეკითხვა მესამე: ესპანეთის ქალაქ მორაიროში მაცხოვრებელმა ერთ-ერთმა პროტესტანტმა სასულიერო პირმა – პეტერ ფრანსისკო ლოპისმა,იმ ტაძარში,სადაც ლოცვებს აღავლენს,სპეციალისტებს დაამონტაჟებინა ისეთი მოწყობილობა,რომელიც მანამდე არც ერთ ქრისტიანულ ტაძარში არ იყო დამონტაჟებული.აღნიშნული სპეცტექნიკის დამონტაჟების დროს პასტორი აცხადებდა,რომ მომავალში,წირვა-ლოცვის აღსრულებისას აღარც მას შეეშლებოდა ხელი და არც მრევლს გაეფანტებოდა გონება,რაც სრული სიმართლე აღმოჩნდა კიდეც.დაასახელეთ,რა სპეციალური მოწყობილობა დაამონტაჟა ესპანელმა პასტორმა ტაძარში?
* * * * * * * *
პასუხი პირველი: ყავა – “Ambassador”,რომელიც ესპანური ენიდან ითრეგმნება,როგორც – “ელჩი”.ინგლისურ ენაზე კი “Embasi” – საელჩოს აღნიშნავს.
პასუხი მეორე: ჰარი პოტერი.
პასუხი მესამე: მობილური ტელეფონების ხმის ჩამხშობი აპარატურა. (ავტორი გენია.ჯი)