ალექსანდრე ყაზბეგი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,გამოჩენილი ქართველი რომანტიკოსი პოეტი და “კავკასიის ომის” ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამხედრო მოღვაწე (რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი) – გრიგოლ ორბელიანი (1804-1883 წლები),ერთობ სიტყვაძუნწობით გამორჩეული პიროვნება გახლდათ.შესაბამისად,მას არ სჩვეოდა ვინმეს შექება და ზოგადად,თავისი შეხედულებების სხვათათვის გაზიარება.თუმცა,მისი აღნიშნული თვისების დარღვევა ერთხელ მაინც მოუწია.მას შემდეგ,რაც ორბელიანმა წაიკითხა გენიალური ქართველი მწერლისა და XIX საუკუნის კრიტიკული რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის – ალექსანდრე ყაზბეგის (1848-1893 წლები) შედევრი-ნაწარმოებები – “ხევისბერი გოჩა”,”ელგუჯა” და “მამის მკვლელი”,აღფრთოვანებულმა გრიგოლმა აღტაცებით შეჰყვირა: “ქართველების ჰომეროსი ხარ,ალექსანდრეო”. (ავტორი გენია.ჯი)

გრიგოლ ორბელიანი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>