კონსტანტინე ლორთქიფანიძის ნაწარმოებებიდან…
“ყველაზე დიდი მეცნიერები მხოლოდ ერთ რამეში ეჯიბრებიან ერთმანეთს: ვინ უფრო მალე გამოიგონებს ისეთ იარაღს,რაც შეიძლება მეტი ადამიანი რომ გააქროს ამ ქვეყნიდან.ეს არის წინსვლა,კულტურა,განათლება?!
შენ კი ამ დროს რას მეუბნები? ახლა ჩვენი მთავარი იარაღი მართალი სიტყვა უნდა იყოს,რომ ადამიანი კეთილისაკენ მოვაქციოთო.შური და სიხარბე ქრისტეს სიტყვამ ვერ ჩაჰკლა ადამიანის გულში,შენი ჭიკჭიკი და ქადაგება მოერევა ამ გველეშაპებს?! აბა მითხარი,თუ მომხდარა ოდესმე,რომ კართან მომდგარი ომი კაცის სიტყვას და ვედრებას შეეჩერებინოს?
შურმა და სიხარბემ შექმნა ყველა ბოროტება ამ ქვეყანაზე, – გაუთავებელი სისხლისმღვრელი ომებიც და კარის მეზობლების წიოკობაც ერთი მტკაველი მიწის გამო”… (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“იმ დღიდან,რაც მიწა და ზეცა ერთმანეთს გამოეყო,ადამიანს თან დაჰყვა ერთი უბედურება და იგი ვერავითარმა სახარებამ და მოძღვრებამ მისი გულიდან ვერ ამოძირკვა.
- რა არის ეს უბედურება?
- შური და სიხარბე… შური და სიხარბე…
ქვეყანაზე ჯერ არ მოსულა ისეთი ადამიანი,რომ უფრო დიდი და სავსე ქისა არ უნდოდეს,ვიდრე ერგება და ეკუთვნის,ყველა კაცს მეფის ტახტი ელანდება,ნიჭიერნი და უნიჭონი დღენიადაგ ერთმანეთს სჭამენ ,რომ მოძმეს თვისას გაუსწრონ და კიბის თავში მოექცნენ.ეს ქვეყანა სწორედ ამ სიხარბემ აშალა…
ადამიანის გაჩენის წამიდან დღემდე ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მე ეს ცხოვრება უფრო ძნელი მგონია,უფრო ღრმად წასული ქვესკნელ-ზესკნელში.ცხოვრებაში ხშირად ხდება ხოლმე,რაღაც შემთხვევის გამო კაცი გზიდან გადასცდება,რაღაც შეეშლება ან თავიდანვე რაღაცაში დაეჭვდება და ბრძოლას განზე გაუდგება! შეიძლება ამ შეცდომამ ქვეყანა არ დააქციოს და იმ კაცმა მართალი გზა იპოვოს,მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება,თუ მსაჯულმა მეტი მოთმინება და გაგება გამოიჩინა!”
* * *
” – სიმართლეს უფროსი არა ჰყავს,ჩემო კარგო! იგი თავად არის ყველას უფროსი”.
* * *
“გულწრფელობა,ავ-კარგის ცნობა და მამაცობა, – სამი დედაბოძი,რაზედაც დგას და არ ინგრევა ეს ცოდვილი ქვეყანა”.
P.S. ზემოთ განთავსებული ფოტო აღებულია საიტიდან: www.nplg.gov.ge