რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: დაასახელეთ იმ ერთადერთი ქართული ჟურნალის სახელწოდება,რომელშიც გამოქვეყნებული ლექსებისათვის გენიალური ქართველი მგოსანი – აკაკი წერეთელი ჰონორარს არ იღებდა.

შეკითხვა მეორე: ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა საყოველთაოდ ცნობილი ფილოსოფოსი. XIX საუკუნეში მისი სახელი ერთ-ერთი ინგლისური ორგანიზაციის სახელწოდება გახდა.დაასახელეთ რომელი ცნობილი ფილოსოფოსის სახელი იქცა XIX საუკუნეში დაარსებული ორგანიზაციის სახელწოდებად და ვინ გახლდათ აღნიშნული ორგანიზაციის ყველაზე ცნობილი წევრი?

შეკითხვა მესამე: დაასახელეთ,რომელი გენიალური ნიდერლანდელი ჰუმანისტის,თეოლოგისა და მწერლის რომელ ნაწარმოებს უწოდა – “პატივმოყვარეობის განუყრელი მეგობარი” დიდმა ფრანგმა დრამატურგმა და პუბლიცისტმა – პიერ ბომარშემ? (ავტორი გენია.ჯი)

* * * * * * *

პასუხი პირველი: იოსებ იმედაშვილის მიერ დაარსებული ჟურნალი – “თეატრი და ცხოვრება”. (ავტორი გენია.ჯი)

პასუხი მეორე: დიოგენე სინოპელი.ორგანიზაციის სახელწოდება გახლავთ – “დიოგენეს კლუბი”,ხოლო აღნიშნული კლუბის ყველაზე ცნობილ წევრს კი წარმოადგენს – მაიკროფტ ჰოლმსი.

პასუხი მესამე: დესიდერიუს ერასმუსის ნაწარმოებს – “ქება სიყვარულისა”.

კომენტარის დატოვება