დავით კვიცარიძის რომანიდან – “ძეგლები”

“რაც გინდათ თქვით,როგორც გნებავთ ისე დამზრახეთ,მაინც ვიტყვი,დიდებული სახელია ღმერთი… მას ხომ ყველაზე უმძიმესი,ყოველნაირი ცოდვის პატიება შეუძლია,ოღონდ მონანიება შეეძლოს ადამის ძეს”.

* * *

“მამა იტყოდა,ადამიანს ყოველთვის კარგი,მისთვის საიამოვნო და გასახარელი უსურვე და შესძახე,რა იცი,იქნებ სწორედ იმ წამში ჩამოიქროლოს მამაზეციერმა და ამინო,დასცეს”.

* * *

“ჭეშმარიტება როგორღაც არ უნდა გაცვდეს,მაინც ნათელია”.

* * *

“ჩიტებიც სწორედ გაზაფხულზე ასტეხენ სტვენასა და ჭიკჭიკს,ტოტიდან-ტოტზე,ხიდან-ხეზე,ბუჩქიდან-ბუჩქზე ხტომა-ფრენას.

- რა იციან მათ,რომ ომია,რომ  ადამიანები ერთმანეთს ჟლეტენ,არ ინდობენ,თორემ რა ეჭიკჭიკებათ”.

* * *

“ფული ფულია,იგი მტერსაც ადვილად უვსებს თვალს და მოყვარესაც”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“კაცის,ადამიანის უპირველესი საზრუნავი,ყოველი სიხარულის,აღმაფრენისა და ბედნიერების მომნიჭებელი,ისევ და ისევ სიცოცხლეა.ოღონდ უნდა ღირდეს,უნდა რაღაც ფასი და წონა გააჩნდეს იმ სიცოცხლეს”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ჯარისკაცები არ კვდებიან.ისინი გვშორდებიან მხოლოდ”.

* * *

” – სიტყვა ხანჯალივით ამშვენებს ვაჟკაცს”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>