აკაკი წერეთლის ნაწარმოებიდან – “ვარდი და ეკალი”
” – ყოველი კაცი განსხვავდება პირუტყვისაგან ზნეობის უზენაესობით,რომელიც უმეტეს ნაწილად სინდისში გამოცხადდება ხოლმე.მაგრამ თუ კაცმა ზნეობითი მხარე დასჩაგრა როგორმე და სინდისი წაიწყმინდა,მაშინ ის ყოველ პირუტყვზედაც უპირუტყვესი შეიქნება ხოლმე.ხშირად,როგორც უკიდურესი უბედურება,უკიდურესი ბედნიერებაც აბრმავებს კაცს,უბნევს სწორ გზას და მიჰყავს ზნეობით დაცემამდე.ზნეობის დაკარგვას თან გაჰყვება ხოლმე ის ღვთის ხატება და მსგავსება,რომლითაც კაცი უპირატესობს სხვა ცხოველებზე.რაც აქ თითოეულს კაცად-კაცზე ვსთქვით,იგივე ითქმის მთელს ერზედაც.ზნეობის დამკარგავი პირი თანდათან უფრო იჩაგრება, – ეს საზოგადო კანონია, – ჭლექდება და ბოლოს სულაც გაქრება,რომ იქა-აქა სადმე მიგდებულსა და მივიწყებულს ალაგს სულის ჩამბერველი და ჩამდგმელი არა ჰყავდეს.ეს სულის ჩამდგმელები არიან ისევ მისი შვილები.ამგვარი შვილი მამულს ასიათასში ერთი ჰყავს,ისე ძვირია, – ძვირია,მაგრამ ისინი თავის ოფლისა და სისხლის ღვრით უმზადებენ თავის ჩამომავლობას მომავალში მკვდრეთით აღდგინებას”. (ავტორი გენია.ჯი)