თამაზ ჭილაძე მწერლების შესახებ…
“მწერალი ეხმარება მკითხველს სიმარტოვისა და გაუგებრობის შიშის დაძლევაში,ამით ის ძალიან ჰგავს რელიგიის მსახურსაც და ექიმსაც,მაგრამ,რადგან ცოდვა თვითონაც მრავლადა აქვს,მღვდლად არ გამოდგება,ხოლო,რაც შეეხება ექიმობას – მწერალს უფრო პაციენტის როლი შეეფერება,ვიდრე ექიმისა,თუნდაც,თავისი ათასჯერ დაფლეთილი და იმედის ნემსით ამოკემსილი გულის გამო.მწერალი ნათელმხილველების უძველესი და გადაშენებული მოდგმის უკანასკნელი წარმომადგენელია.მართალია,დღეს ყურს არავინ უგდებს,მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს,რომ სიმართლეს არ გვეუბნება…” (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ზემოთ განთავსებული ფოტო აღებულია საიტიდან: burusi.wordpress.com