ჰერმან ჰესეს ნაწარმოებიდან – “მათხოვარი”

“მე რაც შემეხება,ჩემი მარტოობა სრულყოფილებასთან ახლოა,რადგან ისევე არ მაღელვებს იმ გარემოცვის,ვისთანაც ენით ვარ დაკავშირებული,აზრი,კრიტიკა თუ აღიარება,ბოროტი თუ კეთილი განწყობა,როგორც სიკვდილის პირას მყოფს არ აღელვებს მის მოსანახულებლად მოსული მეგობრების ყურში ნათქვამი სურვილები გამოჯანსაღების და ხანგრძლივი სიცოცხლის შესახებ.ეს მარტოობა,ეს ამოვარდნილობა ორგანიზაციებიდან და გაერთანებებიდან,გამარტივებულ ყოფიერებასთან და ცხოვრების მოწყობასთან მორგების არშეძლება თუ არსურვილი,ჯერ კიდევ არ ნიშნავს ჯოჯოხეთს და სასოწარკვეთას. (ავტორი გენია.ჯი) ჩემი მარტოობა არც ვიწროა და არც ცარიელი.თუ ის დღევანდელობის სხვადასხვა ფორმასთან თანაცხოვრების საშუალებას არ მაძლევს,სამაგიეროდ,შემიძლია ვითანამშრომლო წარსულის ათასგვარ ფორმასთან.ეს მარტოობა უსასრულოდ დიდ სამყაროს მოიცავს და, რაც მთავარია,ის სავსეა სურათებით.ის თავად არის სიმდიდრის სალარო,საკუთარი წარსულით და გათავისებული ბუნებით და თუ ჩემს სწრაფვას წერისადმი ოდნავი ძალა მაინც შერჩა,ეს მხოლოდ ამ სურათების დამსახურებაა.წლების მსვლელობასთან ერთად,ერთ-ერთი ასეთი სურათების ჩაწერა და დაფიქსირება,რომლებიც ჩემი ცხოვრების დასაწყისს ეკუთვნის და, მიუხედავად იმისა,რომ უამრავმა შემდეგმა შთაბეჭდილებამ და განცდამ ისინი გადაფარა,მაინც შეინარჩუნეს ფერი და სინათლე.ამ ადრეულ სურათებს იმ დროში გადავყავართ,როცა ჯერ კიდევ ადამიანი,შვილი,ძმა,ღვთის შვილი ვიყავი და არა – მოთხოვნილების,რეაქციების და კავშირების გორგალი,ჯერ კიდევ არ ვიყავი თანამედროვე ადამიანი”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>