რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლის წინ,ბერძნებმა ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთ არტემიდას,თითოეული მოკლული მტრის სანაცვლოდ თითო თხა აღუთქვეს შესაწირად.თუმცა,ბრძოლის დასრულების შემდეგ გაირკვა,რომ მათ მიერ ბრძოლაში მოკლული მოწინააღმდეგეების რიცხვი ძალიან დიდი იყო,რაც ბერძნებს არ აძლევდა შესაძლებლობას ერთბაშად აღესრულებინათ არტემიდასათვის აღთქმული შესაწირის გაღება.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ბერძნები თავიანთ ღვთაებას სარეკორდო დროის განმავლობაში, მთელი 13 წლის მანძილზე სწირავდნენ მსხვერპლად აღთქმულ თხებს,თითოეული მოკლული მოწინააღმდეგის სანაცვლოდ.დაასახელეთ რომელი ბრძოლის წინ აღუთქვეს ბერძნებმა არტემიდას ზემოაღნიშნული შესაწირი? (ავტორი გენია.ჯი)

შეკითხვა მეორე: ურალის მთების აღმოსავლეთ კალთაზე მდებარე ქალაქ ჩელიაბინსკში აღმართულია პირველი კომუნისტური სახელმწიფოს ფუძემდებლის – ვლადიმერ ლენინის ბიუსტი.კომუნისტების დომინირების პერიოდში,ქალაქის ხელისუფლება სხვადასხვა სახელმწიფო ღონისძიებებს სწორედ აღნიშნულ ბიუსტთან ატარებდა.ადგილობრივი მოსახლეობა ბიუსტს უცნაური ნიშის გამო,ხუმრობით ერთ-ერთი პროფესიის ადამიანებს ადარებდა.დაასახელეთ,რა პროფესიის ადამიანებს ადარებდა ჩელიაბინსკის მოსახლეობა ლენინის ბიუსტს?

შეკითხვა მესამე: გენიალური ინგლისელი მწერალი – ჩარლზ დიკენსი,თავისი ცხოვრების რთულ პერიოდებში,მეუღლე – კეტრინს ხშირად ნახევრადხუმრობით ეუბნებოდა: “მორჩა! ჩავალაგოთ ბარგი და გავემგზავროთ “იქ”!.. ვიმედოვნებ,რომ იქ უფრო კარგად გამიგებენ,ვიდრე საკუთარ სახლში!” – დაასახელეთ,რომელი ადგილი ჰქონდა დიკენსს მხედველობაში? (ავტორი გენია.ჯი)

* * * * * * *

პასუხი პირველი: “მარათონის ბრძოლის” წინ (ძვ,წ.აღ-ით 450 წლის 12 სექტემბერი).ჰეროდოტეს ცნობის თანახმად აღნიშნულ ბრძოლაში ბერძნებმა 192 მებრძოლი დაკარგეს,სპარსელებმა კი 6 400. (ავტორი გენია.ჯი)

პასუხი მეორე: ქანდაკება განთავსებულია ისეთ ნიშაში,რომელიც ძალიან წააგავს თეატრის სცენაზე გამოყოფილ სპეციალურ ადგილს,საიდანაც სუფლიორი მსახიობებს ჩუმად კარნახობს წარმოსათქმელ ტექსტებს.სწორედ ამის გამო უწოდეს ლენინის ძეგლს ხუმრობით – “სუფლიორი”.

პასუხი მესამე: ჩარლზ დიკენსს გააჩნდა ინფორმაცია,რომ მისი ნაწარმოებები (და ზოგადად თვითონ) დიდი პოპულარობით სარგებლობდა ციმბირში.ამიტომ მას ნახევრადხუმრობის დროს მხედველობაში ციმბირი ჰქონდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>