“სიბრძნის წუთი”
ანტიკური პერიოდის სპარტაში ერთ სიბრძნით განთქმულ კაცს,სახელად – თექტამენესს,ეფოროსებმა სიკვდილით დასჯა დაუდგინეს განაჩენად.მიუხედავად ასეთი უმძიმესი ხვედრისა,სიკვდილმისჯილი სამსჯავროდან მაინც გახარებული გამოვიდა,რამაც ყველას გაოცება გამოიწვია.გაოგნებულ დამსწრეთაგან ერთ-ერთმა ცნობისმოყვარემ თავი ვერ შეიკავა და თექტამენესს ჰკითხა – “სპარტელთა კანონებს ხომ არ დასცინიო,” – რაზეც მომღიმარი ტუსაღისაგან ასეთი პასუხი მიიღო – “სულაც არა,უბრალოდ სხვისი ვალი რომ არ მიმყვება იმქვეყნად და ისე ვკვდები,ის მიხარიაო!” (ავტორი გენია.ჯი)