ცზინ იუნი – “ეპიზოდი”
ცზინ იუნი (ნამდვილი სახელი და გვარი – ჩჟა ლიან-იუნი) – წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჩინელ კლასიკოს მწერალს,რომელმაც სახელი განსაკუთრებით გაითქვა “უსია”-ს (სათავგადასავლო ჟანრი ჩინური ფენტეზისა) ლიტერატურული ჟანრის რომანების გამოქვეყნებით.მის კალამს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ნაწარმოებები,როგორებიც არის – “ღმერთები და დემონები”,”დრაკონი”,”წიგნი და ხმალი” და სხვა.ჰონგ-კონგში დაბადებული ჩინელი მწერალი არა მარტო ჩინეთში,არამედ მთელ აღმოსავლეთ აზიაში მიიჩნევა ყველაზე სახელოვან თანამედროვე ლიტერატორად.საყურადღებოა ის გარემოება,რომ მას ვერც ერთი აზიელი მწერალი ვერ შეედრება გაყიდული ნაწარმოებების რაოდენობით.ცზინ იუნი (სწორედ ამ ფსევდონიმით აქვეყნებს რომანებს) გენიალური ფრანგი მწერლის – ალექსანდრე დიუმას შემოქმედების უდიდესი თაყვანისმცემელია.ერთ-ერთ თავის წერილში ლიან-იუნმა,დიუმას უკვდავი ნაწარმოების – “სამი მუშკეტერი”-ს შესახებ შემდეგი სახის ჩანაწერი გააკეთა: “რომანი “სამი მუშკეტერი” არაფრით ჰგავს სხვა ევროპულ რომანებს,რადგან ისე იკითხება,როგორც ჩინური კლასიკური რომანი”.საინტერესოა ის გარემოება,რომ ცზინ იუნი განეკუთვნება იმ უიშვიათეს მწერალთა კატეგორიას,რომელმაც 80 წლის ასაკში მიიღო გადაწყვეტილება კემბრიჯის დიდებულ უნივერსიტეტში ჩაებარებინა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე,რაც მოიყვანა კიდეც სისრულეში.შესაბამისად,პოპულარული ჩინელი მწერალი კემბრიჯის უნივერსიტეტის ერთ-ერთ ყველაზე ხანდაზმულ სტუდენტად იქცა. (ავტორი გენია.ჯი)
კემბრიჯის უნივერსიტეტის უხუცესი სტუდენტი – ცზინ იუნი